Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

“პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება”

პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება და ხელი მოაწერა საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს.

„ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის არ არის თანამონაწილე ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების“, – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, ისე “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ” კანონს.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განმარტა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას არ ეთანხმება, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სტრუქტურების დაარსება პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus