აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი.
15 დეკემბრიდან აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ იფრენს. რეისებს შეასრულებს Wizz Air Abu Dhabi, რომლის ავიაფლოტი, აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან არის დაკომპლექტებული.
„ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ პირველად ისტორიაში მოხდება ამ ორი ქალაქის საჰაერო გზით დაკავშირება", - თქვა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.