“თუ ჩარევა იქნება საჭირო ექიმების, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც იქნება უზრუნველყოფილი. შესაბამისად, პენიტენციური სისტემა მზად არის, ყველანაირი მომსახურეობა გაუწიოს პატიმარს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება.
[…] პირველ რიგში, იმ ვითარებაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობა”, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშლობა ფატალური შედეგით დასრულდება. სააკაშვილი 36-ე დღეა, შიმშილობს.