ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო კომისიებს მიმართავს კანონით დადგენილი ხუთი უბნის ნაცვლად შვიდი უბანი გადაითვალონ. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც თავმჯდომარემ თქვა, გადათვლის ცენტრებში 17:00 საათზე დაიწყება ბიულეტენების გადათვლა, უზრუნველყოფილი იქნება საჯაროობა და რა თქმა უნდა პროცესის ვიდეო გადაღება.
"ჩვენ მიზანდასახული ვართ, ამ პროცესში მაქსიმალურად გამოირიცხოს თუნდაც ცალკეული შემთხვევები, რამაც გადათვლის მიმდინარეობს შეიძლება ნებისმიერი სახით შეუშალოს ხელი. ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში გვექნება შესაბამისი რეაგირება", - თქვა კალანდარიშვილმა.
საქართველოს კანონმდებლობით, საოლქო კომისია ვალდებულია წილის ყრით გამოავლინოს ხუთი უბანი და ხელახლა გადათვალოს ბიულეტენები.
30 ოქტომბერს საქართვლოს 20 ქალაქში ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქში. ცესკოს მონაცემებით, 19 ქალაქში "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული, ერთში - "ნაციონალური მოძრაობიდან". ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ შედეგებს არ აღიარებს. იგივეს აცხადებენ მასთან კოალიციაში მყოფი "ლელოსა" და "დროას" ლიდერები და აცხადებენ, რომ "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადებიან.