Мы в Telegram
Добавить новость

"Но вы же молчите в тряпочку": Захарова одним примером ответила на претензии Дании

Певица Орбакайте оценила отмену концертов в России фразой Пугачевой

"Танкам виза не нужна": Военный эксперт об угрозе отрезать Калининград от России

Интеллектуальный недуг милитари–медийки

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ომბუდსმენი: გლდანის ციხის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანა მართებული არ იქნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 ოქტომბერს

რა ელის მიხეილ სააკაშვილს #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში?

#18 სამკურნალო დაწესებულება სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას რწმუნებულმა დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეისწავლა და ასეთი დასკვნა გააკეთა:

"#18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ #18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს", - ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

გარდა სამედიცინო თვალსაზრისით შეუსაბამობისა, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს #18 დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება.

ეს ინფორმაცია ნიკა გვარამიამ გუშინ გაავრცელა. "იქნება იმიტირებული ბუნტი ციხის საავადმყოფოში, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით" - თქვა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ამ განცხადებას გუშინ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია გამოეხმაურა. უწყება ამბობს, რომ „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას გაესაუბრება აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

პრემიერი ამბობს, რომ გამორიცხულია სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა

აქცია რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერად

კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი და ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

მისი თქმით მოქმედი ხელისუფლება კოალიციური ერთობით დამარცხდება, ხოლო მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდება:

„თუკი ჩვენ ძალიან მყარად და მაგრად დავდგებით, ისევე, როგორიც ვიყავით და ვართ მთელი ამ წლების განმავლობაში, გამარჯვებას ვერანაირი ხრიკებით ვერ მოიპოვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპოზიცია, როგორც არასდროს არის გაერთიანებული. შეგახსენებთ, არ არის აუცილებელი ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერს მზე და მთვარე ამოგვდიოდეს სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე და პირიქით, მაგრამ ტრადიციულად, ყოველთვის ხელისუფლება დამარცხებულა კოალიციური ერთობით და ჩვენ ეს შევძელით თბილისში, რუსთავში, თელავში, ბათუმში, სხვაგან და სხვაგან“, - თქვა მელიამ.

აქციამდე რუსთავში ხმაური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ოფისთან. პარტიის წევრების თქმით მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ თავს. დაშავდა სამი ადამიანი.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ხაბეიშვილი სააკაშვილზე: მხოლოდ მისი მმართველობის დროს იყო საპატრიარქოს რეიტინგი და ნდობა 99%

"არ გაგცემთ პასუხს" - პრემიერის პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე

"ვინ ხართ თქვენ? რადიო თავისუფლებას არ გაგცემთ პასუხს" - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის კითხვას თელავში, წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს დროს.

რადიო თავისუფლებას პრემიერისგან აინტერესებდა მოესმინა, რატომ ვერ შესრულდა ის დაპირებები, რომელიც მან პირადად და მისმა გუნდმა სხვადასხვა დროს, 2012 და 2015 წლებში გასცეს კახეთში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს.

2015 წელს, პირველი პრემიერობის დროს ღარიბაშვილი კახეთის მოსახლეობას რამდენიმე პროექტის განხორციელებას დაპირდა: მათ შორის იყო სიღნაღში სამკერვალო ფაბრიკის აღდგენა, ლაგოდეხში თამბაქოს წარმოების განვითარება, ახმეტაში მარმარილოს საწარმოს აღდგენა. არცერთი ეს პროექტი არ განხორციელებულა. "ქართული ოცნება" ასევე 2012 წლიდან დებდა პირობას, რომ კახეთში აღდგებოდა რკინიგზა. ეს დაპირებაც ამ დრომდე შეუსრულებელია.

წაიკითხე მეტი.

 

ამირან გამყრელიძე საჭიროდ მიიჩნევს სავალდებულო აცრას ცალკეული ჯგუფებისთვის მაინც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შემცირებული ტემპის ფონზე თვლის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები სავალდებულო უნდა გახდეს გარკვეული ჯგუფებისთვის მაინც. პანდემიის მეორე წლის მიწურულს ის ასევე საუბრობს ინფორმაციის ნაკლებობაზე მოსახლეობაში.

„მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიებების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთის მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორეს მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელისგან განსხვავებით სავალდებულო ვაქცინაციის იდეას არ ემხრობა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თქვა, რომ მოსახლეობა ვაქცინაციის სიკეთეებზე უნდა დაარწმუნონ და არა აიძულონ. მისი თქმით, არ დაუშვებს სავალდებულო ვაქციანციას.

 

ქაბულში იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვი

ჰაზარელების ეთნიკური ჯგუფის პოლიტიკური ლიდერი და ავღანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქაბულის დასავლეთით იპოვეს შიმშილით დაღუპული რვა ობოლი ბავშვის გვამი.

24 ოქტომბერს ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში მოჰამად მოჰაყიყი ამბობს, რომ ბავშვები დაახლოებით სამი კვირის წინ გარდაიცვალნენ. მისი თქმით, ბავშვები ადგილობრივმა სასულიერო პირმა და მეზობლებმა დაასაფლავეს.

ადგილობრივი სასულიერო პირი, მოჰამად ალი ბამიანი ამბობს, რომ დაღუპულ ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი რვა წლის იყო, ყველაზე პატარა - წლინახევრის.

წაიკითხე მეტი.

 

რუსეთი, ევროკავშირი და მოახლოებული ცივი ზამთარი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წესით კმაყოფილებისგან ხელებს უნდა იფშვნეტდეს ენერგოკრიზისის გამო, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი, როცა ნავთობზე და ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.

და ევროკავშირი, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს, გააწონასწოროს გასაჭირში აღმოჩენილი საწარმოებისა და შეჭირვებული მოქალაქეების მოთხოვნილებები, თავისი ამბიციური კლიმატური გეგმით, რომელიც ემისიის 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად შემდეგი ათწლეულის დამდეგამდე, მიმზიდველი სამიზნე უნდა იყოს.

თუმცა კრემლი თავს ვერ აძლევს სიხარულის უფლებას, მაშინ, როცა ქვეყნები ზამთრის მოახლოებასთან ერთად რიგში ჩამდგარან მეტი გაზის სათხოვნელად. რუსეთს ევროპა მხუთავი ილეთით ჰყავს გაკავებული, მაგრამ ზედმეტი თუ მოუვა, შეიძლება თავისი კლიენტები აიძულოს განახლებადი ენერგიის წყაროებს მიაშურონ - ბირთვულ ენერგიასა და გათხევადებულ ბუნებრივ გაზს - ანუ სწორედ იმას, რის თავიდან აცილებაც სურს მას სტრატეგიულად.

წაიკითხე მეტი რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

 

 

 

კლინიკიდან ოჯახში დაბრუნდა 37 წლის ზვიად თავდგირიძე. ის ერთადერთია მათ შორის, ვინც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. 37 წლის კაცმა, სანამ მაშველები გამოიყვანდნენ, ათ საათზე მეტი გაატარა სახლის ნანგრევებში, შემდეგ კი კლინიკა "მედცენტრში" მკურნალობის 16 დღიანი კურსი გაიარა. სამაშველო ოპერაციის დროს მასთან კონტაქტზე იმყოფებოდნენ მაშველები და ოჯახის წევრები, აწვდიდნენ წყალს და ესაუბრებოდნენ ნანგრევების მიღმა.

წაიკითხე მეტი.

 

სასამართლო კლანის გავლენიანი მოსამართლის გავლენიან მიტროპოლიტთან შეხვედრის დეტალები;

დედაქალაქის მერის მოადგილის მოძღვრის სამშენებლო ბიზნესი;

პროტოპრესვიტერის სახელისუფლებო კავშირები და მილიონიანი ტენდერები მისი შვილის კომპანიისთვის;

გაიფლანგა თუ არა ბიუჯეტიდან დაფინანსებული ეპარქიის სახსრები შუამავლების სქემის გამოყენებით?

ნახეთ "თავისუფლების მონიტორის" ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Священник указал на недопустимость для православных традиции оставлять еду на могилах и поминать усопших спиртным

Интеллектуальный недуг милитари–медийки

Дорогой длинною: правительство приняло Концепцию развития автотуризма

Схождение Благодатного огня в Иерусалиме в 2024 году, дата и время трансляции из храма Гроба Господнего

Музыкальные новости

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Гранды сохранили равенство // Первый кубковый матч ЦСКА и «Зенита» завершился ничьей

Артистка Госцирка Бурятии Аригма Цыремпилова начинала как девочка-каучук (Культура в России, Дети и Театр)

Тарифы ЖКХ вырастут в России

Новости России

Певица Орбакайте оценила отмену концертов в России фразой Пугачевой

"Танкам виза не нужна": Военный эксперт об угрозе отрезать Калининград от России

Эхо "Крокуса": Как диаспоры влияют на власть в России и что известно о связи "дела Шахина" с терактом

«Арсенал» отдаст дань уважения болельщику «Канониров» Даниэлю Анджорину после того, как 14-летний игрок был убит в результате нападения на мече в восточном Лондоне… с болельщиками, которые примут участие в минутных аплодисментах на 14-й минуте матча с Борнмутом

Экология в России и мире

Культура России: как прошёл конкурс бурятского языка для детей в Бурятии?

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Спорт в России и мире

Российский бизнесмен обвинил Алькараса в договорных матчах. Он направил письмо в ATP

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

«У меня больше нет сил бороться». Елена Рыбакина раскритиковала WTA

Moscow.media

р. Ржать, Тверская область

Столичные росгвардейцы оказали помощь пострадавшим в дорожно-транспортном происшествии

"Остановись, я уйду!"

Метеоры между Петербургом и Петергофом совершили первые отправления в этом году











Топ новостей на этот час

Rss.plus






В Крыму Черноморский флот и МЧС ищут троих срочников, унесенных в открытое море

"Но вы же молчите в тряпочку": Захарова одним примером ответила на претензии Дании

«Арсенал» отдаст дань уважения болельщику «Канониров» Даниэлю Анджорину после того, как 14-летний игрок был убит в результате нападения на мече в восточном Лондоне… с болельщиками, которые примут участие в минутных аплодисментах на 14-й минуте матча с Борнмутом

Дорогой длинною: правительство приняло Концепцию развития автотуризма