Мы в Telegram
Добавить новость

Психолог Токарева: родителям важно разговаривать с ребенком на интимные темы

Иностранца осудят за совершенное 14 лет назад изнасилование москвички

Германия обвинила Россию в кибератаках на оборонный сектор

Пожар на востоке Москвы локализовали



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

პრემიერი მეჭიაურს თხოვს "გზა დაუთმოს "ქართული ოცნების" ახალგაზრდა, კანდიდატს"

პრემიერი მეჭიაურს თხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთში მერობის ოპოზიციონერ კანდიდატს და ყოფილ თანაგუნდელს, თამაზ მეჭიაურს სთხოვს, უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე მმართველი პარტიის "ახალგაზრდა, ნიჭიერი" კანდიდატის სასარგებლოდ. თამაზ მეჭიაურმა 2 ოქტომბერს ამომრჩეველთა 30% მიიღო, "ქართული ოცნების" კანდიდატმა 43%.

"თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი.

მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების“ წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას" - თქვა პრემიერ-მინისტრმა დღეს თიანეთში წინასაარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე ღარიბაშვილი მრავალპარტიულობის წინააღმდეგ გამოვიდა და მმართველი პარტიის წარუმატებლობები საკრებულოში ოპონენტების არსებობას დააბრალა.

თამაზ მეჭიაურმა პრემიერის ინიციატივის პასუხად თქვა, რომ "ცენტრში არ არის გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს მერი და არც მაინცდამაინც ლტოლვა აქვს ამ თანამდებობის მიმართ." მეჭიაური ამბობს, რომ მისი მიზანი თიანეთის მიმართ რაც შეიძლება მეტი საქმის გაკეთებაა და მმართველ პარტიასთან ოპონირების რეჟიმიც ამ სურვილით იყო გამოწვეული. თამაზ მეჭიაური 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მერად და 2020 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას. 

"თიანეთი კარგი მაგალითია იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე.

ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით, გამოკითხვებით და ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების" - თქვა პრემიერ-მინისტრმა. ორი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომელსაც ის ახსენებს, პრემიერის 22 ოქტომბერს სენაკშვი კობა ნაყოფიას მისამართით ნათქვამი ფრაზაა, რომელიც საზოგადოების ნაწილმა თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ გალაშქრებად მიიჩნია.

ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნისას მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" კანდიდატის უპირატესობებზე საუბრისას, თქვა, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში სენაკის მერობის ოპოზიციური კანდიდატის კობა ნაყოფიას გამარჯვების შემთხვევაში, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", ნაყოფიას "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.

თამაზ მეჭიაური, მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, 2012-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. "ქართული ოცნება" მან 2016 წელს უთანხმოების გამო დატოვა და დააფუძნა პარტია "ერთიანი საქართველოსთვის", რომლის თავმჯდომარეცაა დღემდე. 

"ის განიხილავს ადგილობრივ თვითთმართველობას, როგორც დანამატს ცენტრალური ხელისუფლებისა. თუ ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა თვალი, ეს არის გუბერნატორები და რაც შეეხება მერებს, მათ ირჩევს ხალხი და ისინი ზუსტადაც უნდა იყვნენ ხალხის წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებაში და ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს მონური მორჩილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ" - ამბობს თამაზ მეჭიაური ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას. ის თვლის, რომ მმართველი პარტია დღეს განიხილავს ბიუჯეტს, როგორც "პარტიულ ობშიაკს". 

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში იმართება მერების ასარჩად. თიანეთის, ცაგერისა და ოზურგეთის გარდა 20-ივე ქალაქში ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მმართველი პარტიის კანდიდატები უპირისპირდებიან.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Аналитик Иванов назвал сражающуюся с санкциями Россию примером для Китая

Оперативные бригады «Россети Тюмень» устраняют последствия вчерашней стихии

Льготы льготами, но эти четыре налога в 2024 году пенсионеры заплатят без вопросов

В Приамурье вахтовику по ошибке прислали 65 мобильных телефонов

Музыкальные новости

"Барыс"? Диц покинул ЦСКА и нашел новый клуб в КХЛ

Российская империя в фото 40

СЛД «Смоленск» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» в рамках акции «Неделя без турникетов» посетило 150 учащихся

В дивизии имени Ф.Э. Дзержинского Росгвардии стартовал турнир по боксу «Кубок Победы»

Новости России

Аналитик Иванов назвал сражающуюся с санкциями Россию примером для Китая

Льготы льготами, но эти четыре налога в 2024 году пенсионеры заплатят без вопросов

Москва вводит временные ограничения на продажу алкоголя 4, 5, 8 и 9 мая

Новый инфоцыган: куда пропал и сколько зарабатывает Нагиев

Экология в России и мире

Доля свободных площадей в ТЦ Москвы к лету может сократиться до 6 процентов

Российская империя в фото 40

Героическое участие армян в СВО. Часть третья

Три зубные щетки для полости рта по цене двух от бренда "Ревилайн" только до 13 мая

Спорт в России и мире

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде

Увидит ли Париж Мирру из России? Андреева дает жару в Мадриде и включается в олимпийскую гонку

«У меня больше нет сил бороться». Елена Рыбакина раскритиковала WTA

Moscow.media

700 заявок, увеличение рабочей группы и акцент на практику: BIA Technologies подвела итоги «Школы тестировщиков»

Столичные росгвардейцы оказали помощь пострадавшим в дорожно-транспортном происшествии

Сентябрьское утро

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM











Топ новостей на этот час

Rss.plus






Тематические ландшафтные композиции украсили полосу отвода на МЦД к 9 Мая

Интеллектуальный недуг милитари–медийки

Эксперты рассказали, как огороднику понять, что рассада начала вытягиваться

Бюджет Королева с начала года получил около 1 млрд рублей собственных доходов