ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა „ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი“, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი დაახლოებით, 20-მდე ექსპერტისაგან.
ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ ის ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია: კოვიდ პანდემიამ ნათლად აჩვენა რომ ქვეყნები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ასეთი გამოწვევებისათვის და ამის გათვალისწინებით 2021 წლის მაისში, ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიის დროს, წევრმა ქვეყნებმა მიიღეს რეზოლუცია WHO74.7 “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ემერჯენისადმი მზადყოფნის გაძლიერება და მათზე რეაგირება”, მათ შორის შემდეგი პუნქტი “[…] მოთხოვნები გენერალურ დირექტორს, რაც შეიძლება მალე და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებით :: […] (3) შეიმუშაოს დეტალური კონცეფცია, რომელიც განსაზღვარავს შემდგომ ნაბიჯებს საყოველთაო ჯანმრთელობისა და მზადყოფნის მექანიზმის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზანია ქვეყნები უფრო მომზადებულნი იყვნენ შემდგომი ასეთი კრიტიკული გამოწვევებისათვის”. ანუ უნდა მოხდეს ახალდენლი პასუხის შეფასება და რეკომენდაციების მოზადება თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა აკონტროლონ ქვეყნებმა მათი მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. ამის მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი (Universal Health and Preparadness Review (UHPR) Technical Advisory Group) რომელმაც უნდა მოამზადოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია რომელის მიხედვითაც ქვეყნები განახორციელებენ თავის მზადყოფნის მონიტორინგს და შესაბამისად შესაძლო შემდგომი კრიტიკული სიტუაციების უფრო მომზადებულ მართვას ამ მრჩეველთა ჯგუფში შევა დაახლოებით 20 მდე ექსპერტი სხვადასხვა ქვეყნიდან… მოკლედ საინტერესო მუშაობა იქნება… როგორ მოვემზადოთ მომავალი პანდემიებისათვის… ხანდახან მოგახსენებთ რა და როგორ, რადგან პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი…