Мы в Telegram
Добавить новость

Фигурантке дела о незаконной работе «Фалунь Дафа» предъявлено обвинение

Бадминтонисты из Воскресенска победили во Всероссийском турнире

Губернатор Воробьев встретился со студентами медколледжа в Дмитрове

Тематические ландшафтные композиции украсили полосу отвода на МЦД к 9 Мая

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სხვადასხვა ქვეყნის 72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს

სხვადასხვა ქვეყნის 72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავს.

“2021 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს. ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. მიხეილ სააკაშვილის ბრალდება საერთაშორისოდ არ იქნა აღიარებული და არავის განუხორციელებია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური დევნის დამკვიდრებული ნიმუშის ნაწილი,”- აღნიშნულია წერილში.

პოლიტიკოსების განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს.

„ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება”, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 70-ზე მეტი პოლიტიკოსი აწერს ხელს.

წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

„საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს საქართველოში. ეს გარკვევით იყო ნათქვამი ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელზედაც მოგვიანებით „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანია საქართველოში კრიზისის დასრულება და იმ კურსის აღდგენას, რომელი ქართველ ხალხს სურს თავისი ქვეყნისთვის,“- აღნიშნულია წერილში.

წერილში ასევე საუბარია “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესზე.

„2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფორმებს, რომელთა მიზანი იყო დასავლური უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ქართველ ხალხს სურდა. თითქმის 20 წლის შემდეგ, უკვე ადვილია, დაივიწყო მომდევნო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს.

2012 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, სხვა მმართველ პარტიას ჰქონოდა შანსი, განეხორციელებინა მართლმსაჯულების საჭირო რეფორმები, რათა გაგრძელებულიყო წინსვლა სრული დასავლური ინტეგრაციისკენ. მაშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონალური პრეცედენტის შექმნაში: მან უზრუნველყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რამაც მის პარტიას მოუტანა საარჩევნო დამარცხება და ახალ მთავრობას კი მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით ძალაუფლება გადაცემა,”- აღნიშნულია წერილში.

ღია წერილის ხელმომწერთა შორის არიან: ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი, ევროპარლამენტარი იაჩეკ სარიუზ-ვოლსკი, ასევე ქართველი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია და სხვები.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Новый инфоцыган: куда пропал и сколько зарабатывает Нагиев

Москва вводит временные ограничения на продажу алкоголя 4, 5, 8 и 9 мая

В ряде российских регионов прошли мощные снегопады

Аналитик Иванов назвал сражающуюся с санкциями Россию примером для Китая

Музыкальные новости

«За границей расцвела». Выяснились подробности личной жизни Шурыгиной

Магаданцы завоевали медали на Чемпионате России по борьбе джиу-джитсу

Фонд «Восход» инвестировал в российский проект SaaS-платформы на основе ИИ Syntelly

ЦБ выпустил монету с томским памятником в рамках серии "Города трудовой доблести"

Новости России

К Абрамсу уже принесли цветы...

В Приамурье вахтовику по ошибке прислали 65 мобильных телефонов

Оперативные бригады «Россети Тюмень» устраняют последствия вчерашней стихии

Суд присяжных частично оправдал протаранившего ворота посольства РФ в Дублине

Экология в России и мире

Российская империя в фото 40

Сериал «Нулевой пациент». Почему повторение истории в наши дни невозможно?

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM

«585*ЗОЛОТОЙ» усовершенствовала процесс обучения новых сотрудников через механизм наставников и стажеров

Спорт в России и мире

Российский бизнесмен обвинил Алькараса в договорных матчах. Он направил письмо в ATP

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде

Moscow.media

HRlink повысил надежность работы сервиса кадрового ЭДО

Стильный дизайн и гибридное шумоподавление: беспроводная гарнитура-вкладыши W260NC от Edifier

Столичные росгвардейцы оказали помощь подросткам, врезавшимся на самокате в уличный фонарь

Героическое участие армян в СВО. Часть третья











Топ новостей на этот час

Rss.plus






Тематические ландшафтные композиции украсили полосу отвода на МЦД к 9 Мая

Источник 360.ru: на станции метро «Лубянка» человек упал на пути

Губернатор Воробьев встретился со студентами медколледжа в Дмитрове

Эксперты рассказали, как огороднику понять, что рассада начала вытягиваться