Мы в Telegram
Добавить новость

Фестиваль национальных культур пройдет в Балашихе 5 мая

Деменко: «Судя по матчу с ЦСКА, «Зенит» выходит из кризиса»

РЕПОРТАЖ: Время добра и чудес

Дачникам Подмосковья напомнили правила регистрации недвижимости

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„გამიკვირდა, ფანრჯიდან რატომ შედის მეთქი” - წუთებით ადრე სახლის დანგრევამდე

„გამიკვირდა, ფანრჯიდან რატომ შედის მეთქი” - წუთებით ადრე სახლის დანგრევამდე

შაბათი, 9 ოქტომბერი. დღეს 26 მაისის ქუჩაზე უცნაური სიჩუმეა, ყველა ჩურჩულით ლაპარაკობს და თვალს ვერ აშორებს კორპუსებს შორის გაჩენილ სიცარიელეს. გარშემო ყველაფერს სქელი მტვერი ადევს. წინა დღით ქალაქის შუაგულში 7 სართულიანი სახლი სულ რამდენიმე წუთში ჩამოიშალა. მომდევნო დღეღამის განმავლობაში მაშველები შეუჩერებლად იმუშავებენ იმ იმედით, რომ ბეტონში ჩაყოლილ 9 ადამიანს, მათ შორის სამ ბავშვს ცოცხალს მიუსწრებენ. ნანგრევებიდან მხოლოდ ორ ცოცხალ ადამიანს გამოიყვანენ, მათგან ერთი მომდევნო დღეს საავადმყოფოში გარდაიცვლება.

 

ნგრევის წინა საათები

7 ოქტომბერი, საღამოს შვიდი საათი.

დავით ხოზრევანიძე # 13 კორპუსის მე-3 სართულზე ცხოვრობს. სახლში ასვლისას სადარბაზოში მტვრიან ნაფეხურებს ამჩნევს - პირველ სართულზე რემონტია და სადარბაზო ისვრება. დავითი მუშებს შენიშვნას აძლევს და სანამ ისინი პირობას დებენ, რომ სადარბაზოს დაალაგებენ, ამჩნევს რომ რემონტი გრძელდება.

„კარგი-მეთქი ვუთხარი და შიგნით რას შვებითო ვიკითხე. არაფერი, რემონტს ვაკეთებთო. მზიდ კედლებს ან საყრდენ კელდებს ხელს ხომ არ ჰკიდებთ მეთქი და, ბლაყვები ხო არ ვართო, ზუსტად ეგრე მითხრეს, აჭარულად”.

 

მეორე დღეს დილის 11 საათისთვის ინგა ეხჭემაძე სილამაზის სალონს აღებს და კედლის მიღმა კაკუნის ხმა ესმის - მუშები უკვე მოსულან და რემონტი დაუწყიათ. სალონი “Free time” მე-13 კორპუსის პირველ სართულზეა.

“მახსოვს გაბრაზებულმა გავიფიქრე, აუ ამათი კაკუნი როდის დამთავრდება-მეთქი.“ 11:20-ზე ინგა უკვე ეზოს მხარეს, სამზარეულოს ფანჯარაშია გადაყუდებული და ყავას სვამს. ამ დროს ხედავს, რომ ორი მუშა მეზობელი ბინიდან გადის, მალევე უკან ბრუნდება, მგრამ ბინის კარს ვეღარ აღებს.

ოდნავ მოგვიანებით, იმავე ეზოს მოპირდაპირე კორპუსის მეხუთე სართულზე, მაყვალა თავდგირიძე, რომელიც ოჯახში დამხმარედ მუშაობს, ბავშვთან ერთად აივანზე დგას და ხედავს, რომ პირველი სართულის ფანჯარაზე კიბეა მიყუდებული და კაცი ბინაში ფანჯრიდან ძვრება.

„გამიკვირდა, ფანრჯიდან რატომ შედისთქო, ეზარება ნეტა?“ - მაყვალას ბავშვი ოთახში შეყავს და მალევე ნგრევის ხმა ესმის - აივანზე გამორბის და მტვრის უზარმაზარ სვეტში ვეღარაფერს არჩევს. 11:41-ზე 112-ში რეკავს და ეუბნება, რომ კორპუსში გაზი აფეთქდა: ცოტა ხნით ადრე კორპუსს გაზი გაუთიშეს და მაყვალამ იფიქრა აფეთქების მიზეზი ეგ იქნებოდაო.

კიდევ ერთი მეზობელი გვეუბნება, რომ საკუთარი თვალით დაინახა როგორ ვერ აღებდნენ მუშები კარს, თუმცა ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. ის იმასაც იხსენებს, რომ სადარბაზოში, რომელიც ეზოდან ქუჩაში გადიოდა, წინა დღეს კედლის ნაწილები იყო ჩამოცვენილი.

ამ პატარა ნიშნებით დაკვირვებულ მუშებს, სულ მცირე, ის უნდა შეენიშნათ, რომ კორპუსის კედლებმა დეფორმაცია განიცადა. დღეს, როცა პირველი სართულის ნანგრევებისგან გაწმენდა ეს-ესაა იწყება, დაზუსტებით ვერავინ ამბობს რატომ ჩამოიშალა სადარბაზო. გამოძიება ექსპერტიზის მოლოდინშია. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევა სისტემური პრობლემების შედეგია და არა უბედური შემთხვევა.

კედელს შიგნით და გარეთ

#13 სახლის პირველ სართულზე გვერიდიგვერდ ორი, 36.18 და 73.03 კვ მ ფართობის ბინები იყო. ორივე 46 წლის ზაურ ბუდაგოვმა შეიძინა. კორპუსში ფართი რომ იყიდებოდა მისმა მეუღლემ შემთხვევით Free Time-ის მეპატრონისგან გაიგო - ის 15 წელია რაც თმას ინგა ეხჭემაძესთან იჭრის. პირველი, პატარა ბინა ბუდაგოვმა 2019 წლის 24 დეკემბერს იყიდა, მეორე კი 2021 წლის 22 სექტემბერს. ინგა, სალონის მფლობელი გვყვება, რომ ზაურ ბუდაგოვს მის მეზობლად ხშირად მოყავდა “კარგად ჩაცმული” ადამიანები, რომლებიც მომავალ კომერციულ ობიექტს ათვალიერებდნენ, ზომავდნენ, თუმცა ინგას კითხვაზე, რის გახსნას აპირებდა, ზაური ყოველ ჯერზე ერთი და იგივეს პასუხობდა: “ჯერ არ ვიციო”.

როგორც წესი, საქართველოში საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართული ნულოვანი არ არის, ამიტომ კომერციულ ობიექტებს, იქნება ეს მაღაზია, სალონი თუ რომელიმე ორგანიზაციის ოფისი, შესასვლელს ორნაირად უკეთებენ ხოლმე - ქუჩის მხრიდან კიბის მიშენებით ან სარდაფის ხარჯზე, კიბის ჩაჭრით. ზაურ ბუდაგოვმა, როგორც ჩანს, მეორე გზა აირჩია და მოითხოვა სარდაფის გადაფორმება, რომელიც მეზობელთა თანამფლობელობაში იყო. ამხანაგობის თავჯდომარემ მიხეილ თურმანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მეზობლები დათანხმდნენ 17 კვადრატული მეტრის, აივნების ქვეშ მოქცეული სარდაფი ბუდაგოვისთვის გადაეცათ; მიხეილ თურმანიძე ამბობს რომ სარდაფის გადაცემაზე მეზობლებმა ჯერ სიტყვიერად მოილაპარაკეს, მერე კი შედგა მეზობელთა კრების ოქმი, რომელსაც ხელი თავად მოაწერა.

ბუდაგოვის შემდეგი ნაბიჯი ბინისა და სარდაფის გაერთიანება უნდა ყოფილიყო, რაზეც განცხადება 4 ოქტომბერს რეესტრშიც შეიტანა, თუმცა უარი მიიღო. როცა რეესტრმა პასუხი დაუბრუნა კორპუსი უკვე დანგრეული იყო. პასუხში უარი იმითაა ახსნილი, რომ განცხადებას თან არ ახლდა სარდაფისა და პირველი სართულის გაერთიანების შიდა ნახაზი.

როგორ ცვლიდა ბინების კონსტრუქცია მფლობელი ჯერ უცნობია, მაგრამ ბუდაგოვის ფართში ორი სახიფატო წერტილი იყო. საერთო კედელი ორ ბინას შორის და პირველი სართულისა და სარდაფის გამყოფი გადახურვის ღრუიანი ფილა ე.წ. სიმკარი. თუ ბუდაგოვმა სარდაფისა და პირველი სართულის გაერთიანება დაიწყო, ის ღრუიან ფილას უნდა შეხებოდა, რაც უნებართვოდ უნდა ექნა. თუ იგი ორი ბინის გამაერთიანებელ კედელს შლიდა, მაშინ აქ კანონი ბუნდოვანია - თუ კედლის ქვეშ ფართობი ბინის ფართობში ითვლება, ის მფლობელის საკუთრებაა და შესაბამისად ამ კედლის დანგრევად მას სხვისი თანხმობა არ ჭირდებოდა. თუ ბინებს შორის კედელი საერთო საკუთრებაში იყო, მაშინ ამხანაგობის თანხმობა აუცილებელი იყო.

იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მასალით იყო ნაშენი სახლი და როგორ დაინგრა - ფაქტობრივად ჩამოიშალა, დაიკეცა, შეიძლება თეორიული მსჯელობა იმაზე, რას შეიძლება გამოეწვია კატასტროფა. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი გიორგი რამიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ შენობა შერეული მასალით - აგურით და სულ მცირე სამი სხვადასხვა ტიპის ბლოკით იყო აგებული, გადახურვისთვის კი ღრუტანიანი ფილები ქონდათ გამოყენებული.

არქიტექტორი ფიქრობს, რომ მშენებლებს შესაძლოა, მთლიან ნაგებობაზე არასწორი წარმოდგენა შეექმნათ და კორპუსის სარტყელი კარკასის ნაწილში აერიათ და მისი მოშლა სახიფათოდ არ მიიჩნიეს. ნგრევის დროს კედლები ჩაიკეცვა არქიტორს იმაზე მიანიშნებს, რომ ორ ბინას შორის საყრდენი კედლი გამოცლილი ჰქონდა.

ამ ვერსიას ემხრობა ინჟინერ-კონსტრუქტორი ზაურ სილაგაძეც, რომელიც 50 წელია შენობების დაგეგმარებაზე მუშაობს.

„კედლის ბოლომდე მონგრევაც კი არაა საჭირო - საკმარისია ნგრევა დაიწყო, დაასუსტო, და უკვე ვეღარ გაუძლებს დატვირთვას. მზიდკედლებიან სისტემაში ყველა კედელი მზიდია და საერთოდ არაფრის დანგრევა არ შეიძლება. სარდაფში ჩაჭრა რომ გაეკეთებინა, ერთ სიმკარს ამოიღებდა უბრალოდ და წესით არ უნდა ყოფილიყო პრობლემა.“

 

სახლს გარედანაც ზედმეტი სიმძიმე აწვებოდა. ამ ეზოში ყველა სახლის ფასადი მიშენებების და გაფართოვებული აივნების მოზაიკაა - გამონაკლისი არც 1978 წელის კორპუსია, რომელიც აჭარის ვაჭრობის სახლის თანამშრომლებისთვის აშენდა. მშენებლობის დროსვე გადაწყდა, რომ ხუთი სართული საკმარისი არ იქნებოდა და შენობა საბოლოოდ ექვსსართულიანი გამოვიდა. მეზობლები ამბობენ, რომ მეშვიდე სართულის დაშენება 2005 წლიდან დაიწყო. 5 წლის წინ კი სახლს ლიფტიც დაემატა.

 

ვისი პასუხისმგელბლობაა?

ამ ეტაპზე ჩამონგრევაში ბრალი ედება ზაურ ბუდაგოვს და კიდევ ორ ადამიანს, ვინც ბუდაგოვის ბინას არემონტებდა - მათ 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის. მათ ბრალდებას ისიც ამძიმებს, რომ ამ დარღვევას მსხვერპლი მოჰყვა. კანონმდებლობაში რემონტსა და მშენებლობას შორის მკაფიო ზღვარი არაა გავლებული - ბინის მფლობელი თვითონ წყვეტს, როდის ჩართოს და ჩართოს თუ არა საქმეში სპეციალისტები.

ზაურ სილაგაძე ამბობს, რომ ეს ათწლეულების პრაქტიკაა. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ცენტრალურ ქუჩებზე მასობრივად დაიწყო პირველი სართულის გადაკეთება კომერციულ ფართებად, პროცესი თვითნებური იყო. „ მოგვიანებით, კორპუსის ამხანაგობა იმისთვის დაარსდა, რომ თავმდჯომარემ მიაქციოს ყურადღება რა ხდება შენობაში, მაგრამ ვხედავთ რომ ეს ასე არ ხდება.“ - ამბობს ის.

ბუნდოვანია, აქვს თუ არა ამხანაგობას პასუხისმგებლობა, ზუსტად იცოდეს რა ხდება ამა თუ იმ კერძო საკუთრებაში. ჩამონგრეული კორპუსის მეზობელი სადარბაზოს მცხოვრებლები ჩამონგრევის წინა პერიოდს სხვადასხვანაირად იხსენებენ. მაგალითად, შემთხვევის ადგილზე, დაღუპული მაია შომახიას ოჯახის წევრმა, მზია შომახიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა რომ მაია ჩიოდა - “სახლი თავზე დაგვემხობაო”. სალონის პერსონალს კედლის მიღმიდან სულ ცოტა, ოთხი დღის განმავლობაში კაკუნი ესმოდა. ინგა ეხჭემაძემ მუშებს ნაგვის გასატანად რამდენჯერმე ათხოვა ეზოში შესასვლელი შლაგბაუმის პულტი, როგორ გადიოდა ეზოდან ძველი ავეჯით და ნამტვრევებით დატვირთული მანქანა სხვა მეზობლებმაც ნახეს. ამავედროულად, ამხანაგობის თავდჯომარე მიხეილ თურმანიძე ამბობს, რომ არც კი იცოდა, რემონტი თუ უკვე დაწყებული იყო.

„მე ხომ ბინებში არ დავდივარ, თქვენ წარმოიდგინეთ არც მტვერი დამინახავს, არც ნაგავი, ისე მუშაობდნენ, ხმაურიც არ გამიგონია. არავინ არ მოსულა ჩემთან კორპუსიდან” - ამბობს მიხეილ თურმანიძე, რომელიც მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობს.

მართლაც, თუ ვინმე წუხდა უსაფრთხოებაზე ასეთი წუხილი ოფიციალურად არ დაუფიქსირებია: „მუნიციპალურ ინსპექციაში არ შესულა არანაირი საჩივარი. მე გადავამოწმე და არანაირი შეტყობინება არც წერილობითი, არც სატელეფონო არ შემოსულაო, მეუბნებიან.“- აცხადებს ლელა სურმანიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

თუკი სარემონტო სამუშაოებს არავინ ეძიება და არ ჩივის, მრავალსართულიანი კორპუსების ბედი ერთი ბინის მეპატრონის გადაწყვეტილებეზე ხდება დამოკიდებული.

„რაღა ჩემი დაინგრევა“

26 მაისის ქუჩაზე #13 კორპუსი მერიის გადაწყვეტილებით ბოლომდე დაინგრევა. დაზარალებულებს ბინებს და ფულს მისცემენ. 10 000 ლარი დაურიგეს დაღუპულების ოჯახებს, მომავალში კი მერია 53-ვე გასახლებულ ოჯახს დაეხმარება.

მერის მოვალოების შემსრულებლის, ლელა სურმაინიძის თქმით, გვერდითა სახლები მემედ აბაშიძისა და კლდიაშვილის ქუჩაზე ავარიული არ არის, თუმცა მაინც გამოიკვლევენ. ამ სახლებს წრე რომ დაარტყა, ქუჩის მხრიდან პირველი სართულის თითქმის მთელ პერიმეტრზე კომერციული ფართებია მოწყობილი - ზოგს ორი სართული უკავია, ზოგი პირდაპირ სარდაფში ჩადის, ზოგი ახლაც რემონტდება. მხოლოდ ამ ეზოში კი არა, მთელ ბათუმში იგივე ხდება. შეუძლებელია ზუსტად იცოდე, აქედან რამდენმა მიიღო ნებართვა და რამდენად კომპეტენტური იყო მშენებელი, რადგან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

“ეს საკითხი ხშირად ასე წყდება - მფლობელს მოყავს მუშა, რომელიც ამ საქმის სპეციალისტი არაა და ეუბნება, დაანგრიე, მე ვიცი და გააკეთეო. ეს კედლის გამოჭრა და გამონგრევა ძალიან მოდაშია შემოსული დღეს, თბილისშიც ბევრია ამისთანა შენობა. უნდა მოვეგოთ გონს და ასეთი სამუშაოები სპეციალისტებს დავუკვეთოთ.“ - ამბობს კონსტრუქტორი ზაურ სილაგაძე.

8 ოქტომბრის ტრაგედიამდე ცოტას თუ უფიქრია რამდენად სწორადაა მოწყობილი კომერციული ფართები საცხოვრებელ სახლებში. ახალი ტიპის შენობებში პირველი სართული, როგორც წესი თავიდანვე სავაჭრო ობიექტებზა გათვლილი - ძველ სახლებში ასე არ არის. სათავსოს ტვირთამტანობა იმაზეა დამოკიდებული, რა ფუნქციას ასრულებს.

„მაგალითად, იყო საცხოვრებელი და გახდა კლინიკა - ეს ხომ უკვე სხვა დატვირტთვაა? ამ კლინიკაში იქნებ რენტგენის აპარატი უნდა დადგეს, როცა [საცხოვრებელ] სახლში, დიდი-დიდი, პიანინო იქნება ყველაზე მძიმე. ამას სასარგებლო დატვირთვა ჰქვია - იმ წონის მაქსიუმუმს რაც მაცხოვრებელმა შეიძლება მისცეს გადახურვის ფილას. ეს არის სადღაც 150-200 კგ კვადრატულ მეტრზე. კლინიკის შემთხვევაში უნდა იყოს 250-300 კგ, დიდ დარბაზში - 500 კგ.“

კანონმდელობა ამასაც არ განსაზღვრავს, ამიტომ ზაურ სილაგაძე ფიქრობს, რომ საეჭვო ყველა ძველი სახლია, სადაც პირველ სართულზე საცხოვრებელს ფუნქცია შეეცვალა. ნგრევის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ნებართვის გაცემის პირობები გამკაცრდება, თუმცა კონკრეტულად რა ისევ არავინ იცის.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Рыскин — о поражении «Балтики»: «Упрекнуть команду в отсутствии самоотдачи нельзя»

Производство материалов для печатных плат запустят в Подольске

Казахстан в 1 квартале 2024 г. стал крупнейшим покупателем электроэнергии, экспортируемой из России

Депрессия, диарея и "гусиная" кожа: Россиян предупредили о неожиданных последствиях похолодания

Музыкальные новости

Учащиеся класса Росгвардии приняли участие в военно-патриотической игре "Зарница 2.0" в Зеленогорске

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне

Анонсирована Batman: Arkham Shadow для VR-гарнитуры Meta* Quest 3

"Балтика" сыграет со "Спартаком" в финале Пути регионов Кубка России

Новости России

Юному жителю Егорьевска вручили медаль «За спасение погибавших»

Дачникам Подмосковья напомнили правила регистрации недвижимости

Лесничие Подмосковья провели экоурок для школьников из Химок

"Цена взлетит в небо": эксперт объяснил, что стоит заранее купить россиянам

Экология в России и мире

В четверг начинается арктическое вторжение на Москву: в субботу уже -3С, а вечером пойдут дожди

«585*ЗОЛОТОЙ» усовершенствовала процесс обучения новых сотрудников через механизм наставников и стажеров

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Работники СЛД «Узловая» филиала «Московский» ООО «ЛокоТех-Сервис» приняли участие региональном этапе «Время молодых. Работники»

Спорт в России и мире

На кураже: Рублёв пробился в финал «Мастерса» в Мадриде, Медведев снялся из-за травмы

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Свентек стала первой полуфиналисткой турнира WTA-1000 в Мадриде

Moscow.media

Дайджест новостей «Грузовичкоф» за апрель 

Росгвардейцы обеспечили безопасность во время футбольного матча в Москве

В преддверии Дня Победы в Великой Отечественной войне росгвардеец рассказал о поисковой деятельности

В преддверии празднования Дня победы сотрудники Росгвардии приняли участие в патриотических акциях.











Топ новостей на этот час

Rss.plus






Музыканта Николая Носкова экстренно госпитализировали в Москве

Mash сообщил об экстренной госпитализации Николая Носкова

Всего одно нарушение: водителей начали массово лишать прав

Кулеба признал: Россия справляется лучше Запада