კრემლის თქმით, ნატოს მიერ რუსეთის დიპლომატიური მისიიდან რვა ადამიანის გაძევება „თითქმის მთლიანად“ უთხრის ძირს ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს.
პრესსპიკერ დმიტრი პესკოვის 7 ოქტომბრის ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, ნატოს ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ გადაწყვიტეს, გააძევონ რუსეთის მისიაში მომუშავე რვა პირი, რომლებიც, ფაქტობრივად, „დაზვერვის გამოუცხადებელი თანამშრომლები“ არიან. ამ ნაბიჯით ნატოში რუსეთის მისია განახევრდა.
ამასობაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია დაზვერვის მასალების საფუძველზე, მაგრამ არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მოვლენასთან ან აქტთან.
7 ოქტომბერს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები ამჟამად ყველაზე უარეს მდგომარეობაშია ცივი ომის დასრულების შემდეგ.
ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო სეპარატისტების დახმარება.