მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ბრალდებული პრეზიდენტის სასამართლო სხდომების დროულ დანიშვნას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, როგორც ადვოკატები ამბობენ, ოფიციალური პასუხი სასამართლოსგან, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.