ცეკოს წევრი ივანე ნორაკიძე ხმების დათვლის ვიდეოჩანაწერებზე რადიო თავისუფლებას განმარტებას აძლევს: "ჩვენ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად, სრულიად ნედლი კადრები გავუშვით, ხელი არ გვიხლია. სადაც შეცდომა იყო, შეცდომასაც ნახავთ, არასწორად გადაღებულსაც იხილავს ყველა. მაქსიმალურ გამჭვირვალებას გპირდებით".