ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 20:00 საათის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ - 46%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33% მიიღო.
საქართველოს მასშტაბით, პარტიებს შორის პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 46%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 33%;
„საქართველოსთვის“ - 6%;
„ევროპული საქართველო“ - 2%;
„ლელო“ - 2%;
„გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 2%;
„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1%;
„მოქალაქეები“ - 1%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 1%;
„ლეიბორისტული პარტია“ - 1%;
„დროა“ - 1%;
„გირჩი“ - 1%;
„მოძრაობა ხალხისთვის“ - 1%.
თბილისის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო - 41%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 31%, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის“ – 7%.
დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პირველი სამეულის შედეგი ასეთია:
კახა კალაძე - 44%
ნიკა მელია - 40%
გიორგი გახარია - 7%
ეგზიტპოლის შედეგით, თბილისში მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა.