„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა, რომელიც დიდ დიღომში მდებარე #52 კომისიის წევრებს ადანაშაულებს, ბალანსის შევსების მიზნით სხვა ოთახიდან ორი ბიულეტენის გამოტანაში, დააკავეს.
კუპრავა კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. პოლიციამ ის თავდაპირველად უბანს გაარიდა, შემდეგ კი დააკავა.
შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების სავარაუდო დარღვევისთვის არის დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
ზვიად კუპრავა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ბესიკ ლაჩაშვილს არჩევნების გაყალბების მომზადებაში რამდენიმე დღეა, ადანაშაულებს.