ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ 46% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 33%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასე გადანაწილდა:
“საქართველოსთვის” – N25 – 6%
“ევროპული საქართველო” N2 – 2%
“ლელო N9” – 2%
‘გირჩი – მეტი თავისუფლება” N45 – 2%
“მესამე ძალა N1” – 1%
“მოქალაქეები N7” – 1%
“პატრიოტთა ალიანსი” N8 – 1%
“ლეიბორისტული პარტია” N10 – 1%
“დროა “N32 – 1%
“გირჩი” N36% – 1%
“მოძრაობა ხალხისთვის” N48 – 1%
რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%, გიორგი გახარიას კი 7%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 – 5%; თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 – 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 – 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 – 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.