ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე იმყოფება.
ადგილზე მცირე ხმაურია. წითლიძეს საოლქოს ხელმძღვანელთან შეხვედრა სურს.
ანა წითლიძის განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძლევა უკანონო ბრძანებას, რომ უბნებზე, რომლებზეც ოპოზიცია არის გამარჯვებული, უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა ხელი არ მოაწერონ.
მისივე თქმით, პრობლემა შეიქმნა 63-ე, 88-ე და 66-ე უბნებზე, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ ოქმს ვერ აიღებდნენ, სანამ თავმჯდომარისგან არ ექნებათ თანხმობა, რომ უნდა წამოიღონ.
,,საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იძლევა უკანონო ბრძანებას, რომ უბნებზე, რომლებზეც ოპოზიცია არის გამარჯვებული, უბნის კომისიის თავმჯდომარეებმა ხელი არ მოაწერონ ამ ოქმს. მინდა შევიდე და მისგან მოვისმინო პასუხი, ვარ კომისიის წარმომადგენელი, შესაბამისად ვალდებულია მიპასუხოს. პირველი პრობლემა შეიქმნა 63-ე 88-ე და 66-ე უბნებზე, სადაც პირდაპირ იყო მითითება, რომ ოქმს ვერ აიღებენ სანამ თავმჯდომარისგან არ ექნებათ თანხმობა, რომ უნდა წამოიღონ. ამ უბნებზე უკვე დათვლილია ყველა ბიულეტენი და ოპოზიციას დამაჯერებლად აქვს მოგებული”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.