ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 17:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.6% მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 33%.
დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის, ნიკა მელია ლიდერობით, მეორე ტურის საჭიროება გამოიკვეთა. თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:
40.8% - ნიკა მელია
40.2% - კახა კალაძე
8.7% - გიორგი გახარია
პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:
"ქართული ოცნება" - 38.6%;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%;
გიორგი გახარია - "საქართველოსთვის" -7.6%;
ზურაბ ჯაფარიძე - "გირჩი მეტი თავისუფლება" - 4.8%;
"ლელო" - 4 %;
ანა დოლიძე - "ხალხისთვის" - 2%;
„გირჩი“ – 1.6%;
ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეები“ – 1.1%;
"ევროპული საქართველო" - 1%;
"ლეიბორისტული პარტია" - 1%;
"პატრიოტთა ალიანსი" - 0.9%
"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" - 0.8%.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.