კომპანია Edison Research-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, რობ ფარბმანის თქმით, კომპანიის წარმომადგნლები, რომლებიც საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვას აწარმოებდნენ, არაერთ წინააღმდეგობას წააწყდნენ.
„იმაზე მეტი პრობლემა გვქონდა, ვიდრე წინა ეგზიტპოლების დროს. ძირითადად ხელს გვიშლიდა ცენტრაულური საარჩევნო კომისია, მაგრამ სხვებიც გვიქმნიდნენ დაბრკოლებებს. დილით ცესკომ გვითხრა, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება, სადაც ვიყავით. შემდეგ დავწერეთ წერილი და დაგვიშვეს. ზოგმა PCR ტესტიც მოგვთხოვა მათგან, ვინც გამოკითხვას ატარებდა. იყვნენ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც უბნებზე დამკვირვებლები იყვნენ და ისინიც გვიქმნიდნენ სირთულეებს. გვეუბნებოდნენ, რომ არ გვქონდა იქ ყოფნის უფლება. შეიძლება ცდილობდნენ ხმების დაცვას, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვქონდა კონკრეტულ უბნებზე ყოფნის უფლება. 18.00 საათისთვის კომისიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ეგზიტპოლის ჩატარების უფლება აღარ გვქონდა და მოგვცეს კიდეც წერილი, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. ამან იმოქმედა გამოკითხვებზე მაგრამ ყველა უბანზე ასე არ მოხდა“, - განაცხადა რობ ფარბმანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში საქართველოს მასშტაბით, 18:00 საათისთვის ასე გადანაწილდა:
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო N41 - 46%;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 33%
საქართველოსთვის - N25 - 6%
ევროპული საქართველო N2- 2%
გირჩი - მეტი თავისუფლება N45- 2%
ლელო N9 - 2%
მესამე ძალა N1 - 1%
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის +/- 2%.