ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ”IPSOS-გლობალის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“, 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში ხმების 38.5 % მიიღო; ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31.9%.
მცირედი ცვლილებები აღინიშნება 17:00 საათის მონაცემებთან შედარებით. დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე კახა კალაძემ გადაინაცვლა, თუმცა კვლავაც იკვეთება მეორე ტურის საჭიროება.
თბილისში ხმები ასე გადანაწილდა:
40.5% - კახა კალაძე
39.9% - ნიკა მელია
8.9% - გიორგი გახარია
პოლიტიკური პარტიების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგია:
„ქართული ოცნება“ - 38.5%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 31.9%;
გიორგი გახარია - საქართველოსთვის -7.7 %;
ზურაბ ჯაფარიძე - გირჩი მეტი თავისუფლება - 4.8%;
„ლელო“ - 3,7%;
ანა დოლიძე - „ხალხისთვის“ – 2.3%;
„გირჩი“ – 2.2%;
„მოქალაქეები“ – 1.3%;
ევროპული საქართველო - 1%;
სხვა პარტიები - 6.6%
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ”IPSOS-გლობალმა" თბილისის მასშტაბით 2500 ამომრჩეველი გამოკითხა.