Мы в Telegram
Добавить новость

«Мы с Игорем уже давно не вместе»: Нюша разводится с мужем-бизнесменом после семи лет брака

«МК»: известный банкир Филипьев найден мертвым в московской квартире

Депутат Мособлдумы Перепелицын провел прием семей участников СВО в Мытищах

Каждый москвич сможет бесплатно отправить открытку ко Дню Победы через Почту России



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„რატომ დღეს და რატომ სწორედ ჩვენს საზღვრებთან?" - რა ასაზრდოებს დაძაბულობას ირანსა და აზერბაიჯანს შორის?

„რატომ დღეს და რატომ სწორედ ჩვენს საზღვრებთან?

1 ოქტომბერს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური სამხედრო სწავლება წამოიწყეს მეზობელი აზერბაიჯანის საზღვრებთან, რასაც აზერბაიჯანის საზოგადოებაში არაეთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

წვრთნას „უპრეცედენტო“ უწოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ირანული სამხედრო სწავლების შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„რატომ დღეს და რატომ სწორედ ჩვენს საზღვრებთან? ამ შეკითხვებს სვამს აზერბაიჯანის საზოგადოება და არა მე“, - განუცხადა 27 სექტემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სააგენტო „ანადოლუს“.

ასე დასმულმა შეკითხვამ აზერბაიჯანის საზოგადოებაში კიდევ უფრო გაზარდა შეშფოთებაც და კრიტიკაც ირანის მიმართ, რომელშიც ბაქო ყოველთვის ხედავდა პარტნიორთან ერთად რეგიონულ მეტოქესაც.

სახიფათო ანტიაზერბაიჯანული რიტორიკა

ირანის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებულ მანევრებში ჩართულია დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკა, არტილერია, უპილოტო თვითმფრინავები, რადიო-ელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფი და შვეულმფრენები.

ირანის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ბრიგადის გენერალ ქიუმარს ჰეიდარის თქმით, ირანის ჩრდილოეთ-დასავლეთ რაიონში მიმდინარე წვრთნი დაწყება თეირანმა წინასწარ გამოაცხადა. ქიუმარს ჰეიდარმა აღნიშნა ისიც, რომ ირანის ტერიტორიაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარებულ ყველა მსგავს წვრთნაში უჩვეულო და საგანგაშო არაფერია.

მაგრამ აზერბაიჯანში ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის ირანის მხრიდან ძალის დემონსტრირება ბაქოს მიერ გადადგმული რამდენიმე ისეთი ნაბიჯის გამო, რაც ძალიან არ მოსწონს თეირანს.

ამ ეჭვს ზოგიერთი პროსახელისუფლებო ირანელი კომენტატორის მიერ ინტერნეტით გავრცელებული ანტიაზერბაიჯანული რიტორიკაც აძლიერებს.

„წარმოიდგინეთ, რომ დაიწყო ომი აზერბაიჯანთან. ისლამურ რესპუბლიკას შეუძლია გაისროლოს 1000 ბალისტიკური რაკეტა და გაანადგუროს 1000-მდე მნიშვნელოვანი სამიზნე. ომი დასრულდება ერთ დღეში და არ იქნება დრო იმისთვის, რომ საქმეში სხვა ტექნიკაც ჩაერთოს. ნუ მიაქცევთ ყურადღებას აზერბაიჯანში ოფიციალური პირების ქადილიან განცხადებებს“, - დაწერა ტვიტერზე ჰოსეინ დალირიანმა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებულმა კომენტატორმა.

ასეთი კომენტარები ცხადია ცეცხლზე ნავთს ასხამს აზერბაიჯანში, სადაც თეირანს საყვედურობენ რადიკალური შიიტური ჯგუფების მხარადაჭერას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანლების ეთნიკური ნიშნით შევიწროვებას.

„ირანს სურს, რომ ჩვენ ვიყოთ სუსტები. მას არ სურს ძლიერი აზერბაიჯანი. ეს იმიტომ, რომ სამხრეთ აზერბაიჯანში, ირანის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანში, დაახლოებით 30 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ისინი ჩვენი სახელმწიფოში ხედავენ თავიანთ სახელმწიფოს. ისინი [ირანის ხელისუფლება] ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანლებმა შეიძლება დაიწყონ გარკვეული სეპარატისტული მოძრაობა და ყველაზე მეტად ამის ეშინიათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უსფრთხოების საკითხების აზერბაიჯანელმა ექსპერტმა, ილჰამ ისმაილმა.

გამაღიზიანებელი ფაქტორი

საინტერნეტო გამოცემა „ეურაზიანეტის“ თანახმად, ბოლო დროს ირანისათვის გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა სტეფანაკერტთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის ერთ მონაკვეთზე აზერბაიჯანის მხრიდან გამკაცრებული კონტროლი და ათობით ირანული სატვირთო მაქანის დაკავება. პაუხად ბაქოში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯნმა გაათავისუფლა ოკუპირებული ზანგილანის რაიონი, ამას ბუნებრივად მოჰყვა სტეფანაკერტთან დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე აზერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლის აღდგენა.

„ამჟამინდელი დაძაბულობის საბაბი გახდა სიტუაცია კაფან-გერუსის ტრასის 21 კილომეტრიანი მონაკვეთის გარშემო, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის და მასზე ძირითადად საწვავ-საპოხი მასალებით დატვირთული ირანული სატვირთო მანქანები მოძრაობენ. აზერბაიჯანის მხარემ ირანული მანქანები დააკავა და მოსთხოვა საბაჟო შემოწმების გავლა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს მანქანები ლაჩინის დერეფნის გავლით ხანქენდისკენ (სტეფანაკერტი) მიემართებიან და ფაქტობრივად არღვევენ სახელმწიფო საზღვარს. როდესაც ჩვენ მათ პრეტენზია წავუყენეთ, ეს ირანს არ მოეწონა და ამ ჩვენი პრეტენზიების პასუხად ისინი მუქრაზე გადავიდნენ“, - ამბობს ილჰამ ისმაილი.

აზერბაიჯანში ასეთ მუქარად აღიქვეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა საბჭოს კორპუსის სახმელეთო ძალების სარდლის, გენერალ მოჰამდ პაკპურის 29 სექტებრის განცხადება.

„ირანი არ მოითმენს, რომ მისი მეზობლები გადაიქცნენ ყალბი სიონისტური რეჟიმის სამხედრო ბაზად და თავშესაფრად“, - გენერალ ფაკფურის განცხადება გამოცემა "ევრაზიანეტმა" გაავრცელა.

აზერბაიჯანში დარწმუნებული არიან, რომ ირანელ გენერალს მხედველობაში ჰქონდა სწორედ აზერბაიჯან-ისრაელის ეკონომიკური პარტნიორობა, რომელსაც 2016 წლიდან უსაფრთხოების ელემენტიც დაემატა.

„აზერბაიჯანი თანამშრომლობს ისრაელთან უსაფრთხოების სფეროში და 2016 წელს მოსადის ხელმძღვანელმა, კოენმა, ისრაელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაქოში გაიხსნებოდა მაღალი რანგის ოფიცერთა ცენტრი აზერბაიჯნისათვის უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენის მიზნით. ეს თანაშრომლობა არსებობს და ირანელებმა ეს იციან. მაგრამ ეს არ ყოფილა საიდუმლო. ეს თეირანმა იცის და გამოხატავს ამით უკმაყოფილებას. მაგრამ ირანი ასევე გმობს, ვთქვათ ბახრეინის თანამშრომლობას ისრაელთან და ასე შემდეგ, რადგანაც ასეთია ირანის ექსტერნსიური პოლიტიკის არსი,“- უთხრა რადიო თავისუფლებას მეხმან ალიევმა, ახალი ამბების სააგენტო „თურანის“ მთავარმა რედაქტორმა.

ალიევს გადაჭარბებული ეჩვენება ის აჟიოტაჟი, რაც აზერბაიჯანის საზღვართან დაწყებულ ირანულ სამხედრო მანევრებს მოჰყვა აზერბაიჯანის საექსპერტო წრეებში. ის ამბობს, რომ აზერბაიჯან-ირანს შორის ურთიერთობაში გარკვეული სირთულეების მიუხედავად, გამართულად მუშაობდნენ სატრანსპორტო კომუნიკაციები და ირანს არასოდეს გადაუდგამს აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პოლიტიკური ნაბიჯი.

„ეს შეეხება ჩრილოეთ-სამხრეთის საავტომობილო ტრასას, რომლითაც ტვირთები შეუფერხებლად მოძრაობდნენ სპარსეთის ყურიდან რუსეთის საზღვრამდე. არ ყოფილა არავითარი მოქმედება სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკადის კუთხით. ირანსა და აზერბაიჯანს აქვს რამდენიმე ერთობლივი პროექტი, მათ შორის ნახიჩევანის ირანული ბუნებრივი აირითა და საწვავით უზრუნველსაყოფად, რომლის სანაცვლოდ ჩვენ ჩრდილოეთ ირანს ვაწვდიდით ბუნებრივ აირს. ანუ არსებობს მსგავსი ურთიერთთანაშმროლობა. ყარაბაღთან დაკავშირებითაც არასოდეს ყოფილა პრობლემა და ირანი ყოველთვის უჭერდა მხარს აზერბაიჯანს. და კიდევ უნდა ვახსენო ხუდაფერინის ჰიდროქსელი, რომელსაც მართალია ერთობლივი ჰქვია, ფაქტიურად ირანი აშენებდა და მისგან აზერბაიჯანს საკმაოდ კარგი დივიდენდები ჰქონდა. ანუ, თუ სიტუაციას დავაკვირდებით, არსებობს ორ ქვეყანას შორის მუდმივი, საქმიანი ურთიერთობები და არასოდეს ჩვენს შორის არ მომხდარა სერიოზული ექსცესი და არასოდეს მომხდარა გასროლა“, - ამბობს მეხმან ალიევი.

გარდა ამისა, აშშ-ის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, თეირანი დაინტერსებულია, რომ ხორცი შეესხას „3+3“-ის ფართო თანამშრომლობის რეგიონალურ ფორმატს, რომლის იდეაც 10 დეკემბერს ბაქოში წამოაყენეს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

მალევე, 25 იანვარს, აზერბაიჯანს ესტუმა ირანის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯავად ზარიფი, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან, შეხვედრის დროს, სწორედ „3+3“-ის ფორმატზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა ამ იდეის განხორციელების მნიშვნელობა, რადგან „ეს ჩვენს საერთო ინტერესებს შეესაბამებაო“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В МИД Белоруссии заявили, что союз Москвы и Минска вызывает зависть Запада

Больше 14 пирамид Хеопса. В Якутии расширяются «Ворота в преисподнюю»

Москвичей и гостей столицы призвали планировать маршрут 9 мая с учетом ограничений

Учащихся Подмосковья пригласили стать юными инспекторами движения

Музыкальные новости

Воробьев побывал на соревнованиях по стрельбе на Кубок губернатора Подмосковья

Председатель Госдумы Володин: Путин спас Россию

РБК: в Москве нашли мертвым экс-председателя совета директоров «Норникеля»

28 инвестиционных проектов Туризм.РФ перешли в активную фазу реализации

Новости России

Названы участки дорог с затрудненным движением в Москве 8 мая

Депутаты Госдумы прокомментировали инаугурацию Владимира Путина

На торгах Мосбиржи доллар подорожал к рублю

Прижизненный ритуальный договор: где заключить?

Экология в России и мире

История дельфина, принесшего пользу всей природе

Шарм и красота: яркие образы с юбками на эту весну

Певец Сергей АРУТЮНОВ и солистка группы Демо - встречаются, или просто выпустили совместный хит “Солнышко”? Разлад АРУТЮНОВА и Маши Малиновской?

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.

Спорт в России и мире

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере

Рублев о победе на "Мастерсе" в Мадриде: у меня нет слов

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта

Двенадцать казахстанских теннисистов поднялись в рейтинге ATP

Moscow.media

Росгвардия приняла участие в обеспечении безопасности при проведении футбольных матчей в Москве

Комфорт в каждой детали: игровые кресла GC-780 и GC-840 от Bloody

Росгвардия обеспечила безопасность генеральной репетиции парада ко Дню Победы в Москве

Hybrid открывает собственную школу обучения программатик - специалистов Hybrid AdOps School











Топ новостей на этот час

Rss.plus






На торгах Мосбиржи доллар подорожал к рублю

Речь Патриарха Кирилла после инаугурации Владимира Путина

Священник рассказал, почему в этом году 9 мая не будут поминать усопших

В Подмосковье обезвредили 15 боеприпасов времен ВОВ