Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქაბულიდან ევაკუირებული 16 ქართველი სამშობლოში მალე ლონდონიდან ჩამოვა

სამშობლოში უახლოეს საათებში დაბრუნდება საქართველოს 16 მოქალაქე, რომელთა ავღანეთიდან ევაკუაცია 20 აგვისტოს, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მოხერხდა. თბილისში ჩამოფრენის ზუსტი დრო უცნობია.


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ისინი 20 აგვისტოს ქაბულიდან დუბაიში, ხოლო შემდეგ ლონდონში ჩაფრინდნენ. 21 აგვისტოს, დღის განმავლობაში ისინი სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ.


თალიბანის მებრძოლების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი რისკების გამო, 15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე, საქართველოს მოქალაქეების ეს ჯგუფი აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი ქაბულთან ახლოს მდებარე ბაზაზე უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.


ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტში, ნატოს სამხედრო ბაზაზე მათი გადაყვანა 20 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში, ჯავშანტექნიკით გახდა შესაძლებელი და იმავე დღეს, ისინი ბრიტანული სამხედრო ხომალდით დუბაიში ჩაფრინდნენ.


იყო ვარაუდი, რომ ჯგუფი თბილისში იმავე ბორტით პირდაპირ დუბაიდან გამოფრინდებოდა, მაგრამ, სავარაუდოდ, კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, მათი ლონდონში გადაყვანა გახდა საჭირო.




 


საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული მადლიერებით გამოყო "ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი და უნგრელი კოლეგების" დახმარება.


თალიბების მიერ ავღანეთის დედაქალაქის აღების შედეგ გაირკვა, რომ ცხელ წერტილში იმყოფებოდა საქართველოს 24 მოქალაქე. აქედან ორი ქართველი დამოუკიდებლად, ბრიტანელი დამსაქმებლების ხელშეწყობით მოქმედებდა და ისინი 20 აგვისტოს დაბრუნდნენ საქართველოში. ავღანეთიდან ევაკუაციის შემდეგ, საქართველოს ორი მოქალაქე რამდენიმე დღით გერმანიაში იმყოფებოდა.


ხოლო საქართველოს კიდევ 22 მოქალაქის ავღანეთიდან ევაკუაცია ორ ეტაპად მოხდა. საქართველოს 6 მოქალაქე საქართველოში 18 აგვისტოს დაბრუნდა. მათ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობამ დახმარებისთვის საგანგებო მადლობა უნგრეთის სახელმწიფოს გადაუხადა.


თალიბანის დაჯგუფებამ ავღანეთის დედაქალაქი 15 აგვისტოს აიღო. ამ ეტაპზე ჯერ ისევ მიმდინარეობს ქვეყნიდან უცხოელებისა და იმ ავღანელების გამოყვანა, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის - ნატოს კოალიციის მისიის ფარგლებში.


ათობით ათასი ადამიანი ჯერ ისევ ვერ ახერხებს ქაბულის აეროპორტამდე მისვლას. ვრცელდება ცნობები, რომ თალიბები, სხვადასხვა სახის ძალადობრივი მეთოდებით, ხელს უშლიან ავღანელების გადაადგილებას აეროპორტისკენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus