Мы в Telegram
Добавить новость

Стало известно число совершенных коррупционных правонарушений в РФ за 2023 год

Стало известно, насколько эффективна реклама на автовокзалах в Подмосковье

Омбудсмен Подмосковья Фаевская провела личный прием граждан

Суда от Северного речного вокзала до Южного Тушина и Химок вновь начали ходить



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულია: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივლისს

აშკარა უარი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე - შეფასებები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. განცხადებას რამდენიმე საათში მოჰყვა გამოხმაურებები ქვეყნის შიგნით და გარეთ.

რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორებისთვის?

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების გაუქმებას მწვავე რეაქციები მოჰყვა დასავლეთიდან. ერთ-ერთი პირველი ვინც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში იყო:

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის მიერ პასუხისმგებლობის თავიდან მოშორებაა და, როგორც ჩანს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, და არა ქვეყნის მომავალი. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში.

„ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც და ამ ნაბიჯის ფონზე, „აბსურდული“ უწოდა საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანის ინტერვიუს. ლაპარაკია გამოცემა Euractiv-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვჭირდება აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივა“.

„საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეს ინტერვიუ განსაკუთრებით აბსურდული ჩანს. „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმებაზე მისი ხელმოწერა ღიად გამოაცხადა ანულირებულად“, - წერს ევროპარლამენტარი.

„შარლ მიშელის შეთანხმებიდან" „ქართული ოცნების" გასვლას ეხმაურება ოცი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში. ისინი აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს აშკარა უარს ევროატლანტიკურ კურსზე.

რა საპასუხო ნაბიჯებს განიხილავს ოპოზიცია?

შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმების შემდეგ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების გეგმები არაერთი მიმართულებით შეიცვალოს. ისმოდა განცხადებები არჩევნების შესაძლო ბოიკოტსა და პარლამენტის დატოვებაზე.

გუშინ შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „დღეს საქართველოში უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად გაფორმდა გაუნათლებელი, სუნიანი ოლიგარქის სამუდამო დიქტატურა. მე ველოდები პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორის ოპერატიულ რეაგირებას, საერთაშორისო თანამეგობრობის და აქტიურ ჩარევას უახლოეს საათებში", - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სააკაშვილი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს. „არ არსებობს შეთანხმება - არ არსებობს ვალდებულებები“ - წერს ის ფეისბუკზე.

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი უპასუხისმგებლო უწოდა "ქართული ოცნების" განცხადებას და არ გამორიცხა, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

სხვა პოლიტიკური განცხადებები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ნახეთ აქ:

გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიმართ მექანიზმების გამოყენებას მოითხოვს

სამადაშვილის თქმით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა

გიგი უგულავა: ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

გიგა ბოკერია "ქართულ ოცნებაზე" - მათ სიტყვას ნული აქვს ფასი

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ პოლარიზაცია გააღრმავა

მდინარაძე არ პასუხობს, თუ "ოცნება" 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება თუ არა

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

საქართველოს დელეგაციამ "ტოკიო - 2020"-ზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლაშა ბექაური. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ფინალამდე ბექაურმა ოთხ მეტოქეს მოუგო: პოლონელ პიოტრ კუჩერას, ებრაელ ლი კოჩმანს, უზბეკ დავლატ ბობონოვს და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრ მიხაილ იგოლნიკოვს.

ლაშა ბექაური საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთა შორის ყველაზე უმცროსია - ორიოდ დღის წინ გახდა 21 წლის. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან ოლიმპიადამდე შეძლო უფროსებში უმნიშვნელოვანესი ტიტულის მოგება - სამი თვის წინ გახდა ევროპის ჩემპიონი და ტოკიოშიც ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩავიდა.

წაიკითხე მეტი.

 

 

კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებით გადატვირთული საწოლები და ინტენსიური განყოფილება

კორონავირუსის დელტა შტამისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა პედიატრიული ასაკი. საქართველოში კორონავირუსს ემსხვერპლა ორ ჩვილიც. ჯანდაცვის სისტემას, ბოლო ორი კვირაა ინტენსიურად უწევს კლინიკებში კოვიდინფიცირებული ბავშვებისათვის განკუთვნილი საწოლების დამატება.

დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვთა კლინიკები და კოვიდ-განყოფილებები სრული დატვირთვით მუშაობენ. ყველა კლინიკაში, რომელსაც 28 ივლისს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, თავისუფალი ადგილების რაოდენობა ამოწურულია.

ასე მაგალითად, ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კლინიკაში არსებული 155 საწოლი სრულად დატვირთულია. ბოლო დღეებია, პაციენტების გაწერის შემდეგ გათავისუფლებული ადგილები, მაშინვე ივსება. მაია ჩხაიძის თქმით, ციციშვილის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებაში დღევანდელი მდგომარეობით 25 ბავშვი მკურნალობს. კლინიკა პაციენტებისათვის კიდევ 20 საწოლს დაამატებს. ესაა მაქსიმუმი, რისი დამატებაც მათ შეუძლიათ: „მეტის საშუალება ფართისა და სანებართვო პირობების მიხედვით, არ გვაქვს“. რამდენი პედიატრიული საწოლია გამოყოფილი კოვიდ-ინფიცირებული ბავშვებისათვის? რამდენი საწოლია თავისუფალი? როგორ დავიცვათ ბავშვები ვირუსისგან? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

 

 

გრიგორი კარასინი: რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადა საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს.

„მზად ვართ ეს [ავიამიმოსვლის განახლების საკითხი] განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

რუსული სააგენტო TASS-ის თანახმად, კარასინი ასევე იმედოვნებს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს პირისპირ შეხვდება.

წაიკითხე მეტი.

 

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ერთ დღეში ბელარუსიდან გადასული 171 მიგრანტი დააკავეს

ლიეტუველმა მესაზღვრეებმა ბელარუსიდან არალეგალურად გადასული და ერთი დღის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის 171 მიგრანტი დააკავეს. ყველა დაკავებული ერაყის მოქალაქეა, რასაც მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს.

მთლიანობაში კი მიმდინარე წლის განმავლობაში ლიეტუველმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3027 მიგრანტი, რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ ბელარუსიდან ლიეტუვაში შესვლას. მათი ნახევარზე მეტი აღმოჩნდა ერაყელი, მაგრამ იყვნენ ასევე ირანის, ავღანეთის, სირიისა და კამერუნის მოქალაქეებიც.

ვილნიუსი მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიეტუვის საზღვართან მიჰყავთ და შემდეგ ბელარუსი მესაზღვრეები თვალს ხუჭავენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მათ გადასვლაზე. მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნას ლიეტუვაში ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ერთგვარ შურისძიებას უკავშირებენ.

წაიკითხე მეტი.

 

თეას შემოღობილი

კულტურის მინისტრი, როგორც პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი პირი, ცხადია, შეიძლება პოლიტიზებული იყოს, შეიძლება პარტიულ დავალებასაც ასრულებდეს, შეიძლება სრულ მორჩილებაშიც კი იყოს პარტიულ ლიდერთან ან ბელადთან, მაგრამ რაღაც კვალიფიკაციას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს; მისი პოლიტიზება, მისი პარტიულობა თუ მორჩილება, გინდა თუ არ გინდა, რაღაც კულტურულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს და ეს უნდა ჩანდეს მაშინაც, როცა კულტურის მინისტრი პარტიის მტრებს ებრძვის და მაშინაც, როცა პარტიას ან მის არაფორმალურ ლიდერს ასხამს ხოტბას.

შორს რომ არ წავიდეთ, სამაგალითოდ გამოდგება თეა წულუკიანის წინამორბედი, მათემატიკის დოქტორი, მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც, ალბათ, გახსოვთ, არც მეტი და არც ნაკლები, ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა ბიძინა ივანიშვილი.

„ყოველი ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალისჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია... ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას“, - აი, ასეთი კულტურული პირმოთნეობის მაღალი სტანდარტი „დადო“ კულტურის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანს კი კლასი არ ეყო, როცა ჟურნალისტისათვის წართმეული მიკროფონით, აკაკი ხორავას სახელობის თეატრის სცენაზე მდგომმა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ „ბიძინას გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს!“ ეყვირა. ამას შეძლებდა სუფრასთან მჯდომი მმართველი პარტიის ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური აქტივისტი, კულტურის მინისტრს კი, ცხადია, მეტი მოეთხოვება.

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის ბლოგზე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Россию превращают в пародию… Не прекращаются диверсии по негрификации страны

Видео: как в Нижем парке Петергофа запускали «Самсона»

На границе жалобы: "Всех пускают, нас не пускают". МИД Таджикистана предостерёг мигрантов

Шестой ежегодный «Диктант Победы» прошел в чеховской гимназии № 2

Музыкальные новости

Жёсткие экологические требования решат инновационные энерготехнологии

Ведущие «Авторадио» исполнили в Кремле культовую песню о самой масштабной стройке XX века

В "Локомотиве" иронично отреагировали на ничью в матче ЦСКА со "Спартаком"

Сбер подарил Орлу умный фонтан

Новости России

Фонтаны Химок подготовили к работе в весенне-летний период

Спортсмены из 31 региона РФ, Белоруссии и Казахстана приняли участие в фестивале адаптивного футбола

24 апреля в Москве состоялась премия и 6-я церемония награждения «PERSONO года 2024. Сделано в СССР»

Шестой ежегодный «Диктант Победы» прошел в чеховской гимназии № 2

Экология в России и мире

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

Дом, милый дом: участки под строительство от компании Родные земли, цены, отзывы

Спорт в России и мире

Потапова проиграла Фернандес во втором круге турнира WTA в Мадриде

Как Рыбакиной стать второй ракеткой мира: расклад от WTA

Елена Рыбакина рассказала о проблемах на турнире в Мадриде

Мария стала соперницей Азаренко на турнире WTA в Мадриде

Moscow.media

"Ущерба машине на несколько сотен тысяч рублей"

Терминал сбора данных (ТСД) промышленного класса SAOTRON RT42G

Новый транспортный хаб начали строить Казахстан, РФ и Китай

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)











Топ новостей на этот час

Rss.plus






24 апреля в Москве состоялась премия и 6-я церемония награждения «PERSONO года 2024. Сделано в СССР»

Четверть века детства: детский сад школы №1368 отметил 25-летие

Заместители главы Химок провели обходы микрорайонов

В школах Долгопрудном высадили более ста елей