თურქმენეთის ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკა, ავიაცია და სარეზერვო ცოცხალი ძალა გადაისროლა ავღანეთის მშფოთვარე საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მარიში, რომელიც ავღანეთის სტრატეგიული პუნქტ, სერჰტებადიდან 400 კილომეტრით არის დაშორებული.
თურქმენეთის ხელისუფლება ოფიციალურ წარმომადგენლებს ავღანეთის საზღვრის მახლობლად მობილიზებული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ზუსტ რაოდენობაზე საუბარს უკრძალავს.
დამატებითი სამხედრო ძალის მობილიზება სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მას შემდეგ გადაწყდა, რაც თალიბები ინტენსიური ბრძოლებით წინ მიიწევენ მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელი საზღვრებზე კონტროლის აღდგენის მიზნით.
მოსკოვში 8 ივლისს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა არ არის მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას.
მანამდე ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთმა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დასახმარებლად მიმართა.