როდესაც კონკრეტული სასულიერო პირები აკეთებენ ძალადობრივ მოწოდებებს, მათ ყოველთვის ზურგს უმაგრებს პატრიარქი, პატრიარქის გარეშე საპატრიარქო ვერ აკეთებს ასეთ მოწოდებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ ახლა ლაქუცისა და ენის მოჩლექვით ლაპარაკის დრო არ არის, ეს ინსტიტუტი მოძლიერდა სწორედ ასეთი საუბრების გამო, როდესაც ხელისუფლება ხარკს უხდის, ხელისუფლება ელოლიავება. ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, საპატრიარქოს აქვს თავისი საქმე, პოლიტიკოსებს თავისი და ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.