მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმისთვის ჯარიმა გადაიხადა. რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, რომ მან 1000 ლარი 1 ივლისს გადარიცხა.
მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო და საჯარიმო ქვითარი 2 ივნისს გაუგზავნა.
გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს", ესაა სიტყვები, რომელიც "უცნობის" სახელით ცნობილმა მომღერალმა ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა.
რადიო თავისუფლება გია გაჩეჩილაძის დაჯარიმების საკითხით მუდმივად ინტერესდებოდა.