“ამ ქვეყანაში ყველაფერი გაუფასურებულია, მათ შორის ადამიანური გმირობაც. დღეს ამ ბიჭმა, შოთა ქარსელაძემ, მტკვარში გადავარდნილი პატარა გოგო გადაარჩინა სიკვდილს, თვითონ კი დაიღუპა. ამ ამბავში კი მთავარი კიდევ ისიცაა, რომ შოთამ ცურვა არ იცოდა, ანუ როცა წყალში შედიოდა ესმოდა რომ სიცოცხლეს რისკავდა. წერაც კი მიჭირს! ღმერთმა გაანათლოს მისი სული, ქედს ვიხრი და ვუთანაგრძნობ მის ყველა ახლობელს, პირველ რიგში კი მშობლებს, რომლებმაც ასეთი ადამიანი გაზარდეს!” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.