შინაგან საქმეთა სამინსიტრო ადასტურებს, მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის გადადგომას.
„ინტერპრესნიუსის" ცნობით, ბორცვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ვლადიმერ ბორცვაძე მინისტრის მოადგილე 2019 წლიდან იყო. მანამდე მას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.