Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა, დიდი ხანია არსებობს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის დავით ზილფიმიანის განცხადებით, მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული ტრენინგებისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილმა, ყველაზე მთავარი საკითხები საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გაიგეს.

როგორც მან აღნიშნა, ტრენინგების გავლას ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

„საარჩევნო უბნებში ზოგიერთი წევრი მრავალ არჩევნებს ესწრებოდ, ეს არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნები. გამომჟღავნდა, რომ მიუხედავად ყველა არჩევნების წინ ტრენინგის გავლისა, ყველაზე მთავარი საკითხებიც კი, რომელიც წევრმა უნდა იცოდეს, მათ ეს საკითხები აქ გაიგეს. მე დამრჩა შთაბეჭდილება, ზოგიერთ სატრენინგო ჯგუფს ჰქონდა ფორმალური ხასიათი ანუ ისინი ტრენინგებს გადიოდნენ და ამდენი ტრენინგის შემდეგ ვერაფერი ვერ გაიგეს“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ზილფიმიანს კომისიის სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას.

„ეს საკითხი არ არის მხოლოდ დღეს და 2020 წლის არჩევნების პრობლემა. კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია არსებობს, მათ შორის გვხვდება ანგარიშებში. საარჩევნო ადმინისტრაცია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, რომ რამენაირად გამოასწოროს აღნიშნუილი პრობლემა. თუმცა, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საარჩევნო კანონმდებლობა თავისი არსით რთული კანონმდებლობაა და ის პროცედურები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებს აქვთ განსახორციელებელი, არ არის მარტივად შესასრულებელი. ჩვენ შეიძლება ეს მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთი თვის განმავლობაში არიან კომისიის წევრები, მათ ამ ერთი თვის განმავლობაში უტარდებათ ტრენინგები. ეს არ არის საკმარისი ამ რთული პროცედურებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჟვანიამ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus