Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კრემლში ფაშინიანის გამარჯვებას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ უწოდეს

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ კრემლში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით მოქმედი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ დამაჯერებლად იმარჯვებს.



„ჩვენ მივესალმებით არჩევნების ჩატარებულად გამოცხადების შესახებ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობას და, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ფაშინიანის პარტიამ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, 21 ივნისს ჟურნალისტებთან საუბარში. კრემლის წარმომადგენელმა რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს უსურვა განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის იმ სამმხრივი შეთანხმების რეალიზების მეშვეობით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის „უშუალო მონაწილეობით“ იქნა მიღწეული.


სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა ბიულეტენების 100%-ის შეჯამებით მიღებული შედეგები. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53.92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკს, „ჰაიასტანს“(სომხეთი) კი, 21.04%-მა.


ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ოპოზიციურმა ბლოკმა მიიღო ხმების 5.23%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ გადალახა ბლოკებისთვის დადგენილი 7%-იანი ბარიერი. პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად პარტიებისთვის განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის - „აყვავებულმა სომხეთმა“(3.96%).

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus