Мы в Telegram
Добавить новость

Порядка 350 тыс гостей посетили мероприятия в рамках «Ночи в музее» в Москве

Лекция о психологических трудностях ЕГЭ пройдет 19 мая

В этом году в 11 амурских городах и сёлах благоустроят скверы и зоны отдыха

Mash: свадьбы в России летом подорожают на 30-50%



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ნამახვანჰესის ხელშეკრულების კრიტიკული შეფასება მის გაფორმებამდე არსებობდა - რას ნიშნავს ეს?

ნამახვანჰესის ხელშეკრულების კრიტიკული შეფასება მის გაფორმებამდე არსებობდა - რას ნიშნავს ეს?

მთის ამბები აქვეყნებს 2019 წლის 30 მარტს მომზადებულ იუსტიციის სამინისტროს დასკვნას, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას. დასკვნა ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდეა მომზადებული იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის და მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის მიერ და მოიცავს 22 კრიტიკულ შენიშვნას გასაფორმებელი ხელშეკრულების მისამართით.

დოკუმენტი აკრიტიკებს „ენკასთან“ იმ დროისთვის დასადებ ხელშეკრულებას იმის გამო, რომ მასში მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები: შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, შესაბამისად, პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო კომპანიები იღებენ საკუთარ თავზე.

ამგვარი დოკუმენტის არსებობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მოქმედი ხელშეკრულების შესწავლა და მასზე დასკვნის მომზადება, მაგრამ გავრცელებული დოკუმენტი 2019 წლით არის დათარიღებული. თავად დასკვნის ავტორი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამგვარი დოკუმენტი არაერთ ხელშეკრულებაზე მოუმზადებია და შენიშვნების დეტალური შინაარსი არ ახსოვს.

„ასე არ მახსოვს შენიშვნები, უნდა ვნახოთ დოკუმენტი და იქედან უნდა აღმოაჩინოთ, რა იყო მოგვიანებით გათვალისწინებული და რა არა. მაგალითად, იქ გაიცემა ხოლმე რეკომენდაცია და შეიძლება აქაც ეგრე იყო, მაგრამ ამას გადამოწმება სჭირდება, რომ გარჩევა ქართული სამართლით ყოფილიყო, თუმცა, ყოველთვის ამის გათვალისწინება ვერ ხერხდებოდა, რადგან ყველა სამინისტროს თავადაც ერჩივნა ყოფილიყო ქართული სამართალი, თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანი იყო.

დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. თუმცა, რა იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება ან არგათვალისწინების საკითხი”, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე მის მიერ ორი წლის წინ მომზადებულ დასკვნაზე. მისივე განმარტებით, 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება ხელშეკრულების გაფორმების დროს ვერ ხერხდება ხოლმე და დათმობები მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესში მიიღწევა. იმის გასარკვევად, რა გაითვალისწინა მთავრობამ ინვესტორთან ხელშეკრულების გაფორმებისას და რა დათმობებზე შეძლო კომპანიის წამოყვანა, საჭიროა დადებულ ხელშეკრულებასთან რეკომენდაციების შედარება.

„ვხედავთ, რომ სამინისტროს დასკვნები არ არის მხედველობაში მიღებული და გაფორმებულია კომპანიასთან ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება“, - თქვა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დღეს გამართულ აქციაზე. მისი შეფასებით, დოკუმენტის შინაარსი კრიტიკულზე მეტია, „პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება“.

„მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შესაძლებელი იყო, მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი. ეს მოლაპარაკების მხარეებზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენი რჩევები კორექტული იყო. 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე. ერთია ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და მეორე ის, რომ იუსტიციის სამინისტრო დადებულ ხელშეკრულებას და მის შესრულებას ამოწმებს”, - უთხრა მიხეილ სარჯველაძემ მედიას. ის გამორიცხავს, რომ მის მიერ მომზადებული დასკვნა გასაიდუმლოებული ყოფილიყო.

ნამახვაჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორები თვლიან, რომ ხელისუფლებამ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება მათი ზეწოლისა და მოთხოვნის შედეგად, რამდენიმეთვიანი აქციების შემდეგ გაასაჯაროვა - ის 2021 წლის 7 თებერვალს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა მოიპოვა და გამოაქვეყნა. „რიონის ხეობის მცველების” აქციების ერთ-ერთი მიზანი ამ ხელშეკრულების გაუქმება და მასზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა. ხელშეკრულების შესახებ კრიტიკული მოსაზრებები აქვს მომზადებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასაც. სოციალური სამართლიანობის ცენტრი თვლის, რომ ხელშეკრულების მიხედვით, უკიდურესად მრავალრიცხოვანი და განუსაზღვრელია საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ფინანსური ვალდებულებები.

„სახელმწიფოს, მათ შორის, აკისრია ვალდებულება, აუნაზღაუროს კომპანიას მოუგვარებელი სამართლის ცვლილებით, გადასახადების ზრდით, პოლიტიკური ფორს-მაჟორით თუ თავად მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების (რომლებსაც, თავის მხრივ, არაერთი ვალდებულება აქვთ) მიერ ვალდებულების დარღვევით მიღებული ზიანი. ზიანი, იგივე "დანაკარგი" კი ისეა განმარტებული, რომ მასში ძალიან ფართო სპექტრის ხარჯების შეყვანაა შესაძლებელი. შედეგად, მთავრობის ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლები პრაქტიკულად დაუდგენელია”, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი მის მიერ მომზადებული ხელშეკრულების შეფასების დოკუმენტში.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ დასკვნას ხელშეკრულების პროექტის შესახებ, მასში საუბარია იმაზე, რომ:

ვალდებულებების უმეტესობას საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო კომპანიები იღებენ, რაც ჰესის მშენებელი კომპანიის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შეზღუდვას ნიშნავს.

ინვესტორი კომპანია თავისუფლდება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის აღების ვალდებულებისგან, რაც ლოგიკას მოკლებულია და დამატებით გადახედვას საჭიროებს.

მიზანშეუწონელია დავების გადაწყვეტის ფორუმად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არჩევა.

პრობლემურია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომელიც, როგორც ცნობილია, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს. იუსტიციის სამინისტრო უთითებს, რომ ამ პირობების გადახედვისას მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინება.

შეთანხმება „საკმაოდ ფართოდ” განსაზღვრავს ექსპროპრიაციას, რის გამოც, ეს განმარტება ხელშეკრულებიდან ამოღებული უნდა იყოს.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. „მთის ამბების” მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 30 მარტს, 26 დღით ადრე გაეგზავნა.

დასკვნის გასაჯაროების შემდეგ ხელშეკრულებაზე არსებულ კრიტიკულ დასკვნას განცხადებით გამოეხმაურა ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომელიც ჩართული იყო სადავო ხელშეკრულების მომზადებაში და თქვა, რომ ამგვარი ხელშეკრულებები მრავალეტაპიან მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს და მხოლოდ ერთი დოკუმენტის „სპეკულატიურად“, კონტექსტის გარეშე განხილვა არ ქმნის სწორ სურათს.

„დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დოკუმენტები დგება ყველა იდენტური შემთხვევისაც, როდესაც ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა დგება.

ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელიც შეიცავს მტკიცებას, რომ იუსტიციის სამინისტროს „ყველა სავალდებულო შენიშვნა“ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ იქნა მისი გაფორმებისას. ფონდი არ აკონკრეტებს, რომელი შენიშვნები იქნა „სავალდებულოდ“ მიჩნეული იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კრიტიკული დასკვნიდან.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Актовый зал в мытищинской школе № 6 обновят этим летом

Политика: Эксперты оценили пользу России от вхождения Монголии в ШОС

Москвичей предупредили о сильном тумане до утра 22 мая

«Московская техническая школа» открыла новый образовательный курс

Музыкальные новости

«Байкал Сервис» стал партнером Премии 2ГИС

РОССИЯ И КИТАЙ: В МИРЕ ВОЗМОЖНА ГЕГЕМОНИЯ ЛИШЬ ИНТЕРЕСА НАРОДА, ЗАКОНА, ИСТИНЫ И СПРАВЕДЛИВОСТИ.

Активиста Булатова оштрафовали на 50 тысяч рублей за дискредитацию армии

Появился трейлер исторического детектива «Плевако» с Сергеем Безруковым в роли легендарного российского адвоката

Новости России

Тело новорождённого мальчика нашли в реке в московских Кузьминках

Масалитин: «Если бы «Зенит» был в порядке, то вопрос о чемпионе уже бы не стоял»

Юные туляки стали лучшими на первенстве России по карате спорта глухих

Свыше 430 участников СВО получили средства реабилитации в Москве за 2024 г

Экология в России и мире

Создание Сайтов. Создание веб сайта. Создание сайта html. Создание сайтов цена. Создание и продвижение сайтов. Создание сайта с нуля. Создание интернет сайта.

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове

Щитовидная железа - что это? Где находится? Какие заболевания вызывает?

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования

Спорт в России и мире

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге

Moscow.media

MONT расширил продуктовую линейку ИБ-решений при поддержке «Сайберпик»

Старый Гоор.

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Чесменская церковь.Санкт-Петербург











Топ новостей на этот час

Rss.plus






Москвичей предупредили о сильном тумане до утра 22 мая

Полиция начала поиск скрывшихся участников массовой драки на юге Москвы

Юные туляки стали лучшими на первенстве России по карате спорта глухих

Первый этап фестиваля «Русская классика» завершился в Лобне