Мы в Telegram
Добавить новость

В Иране сформировали новое правительство после крушения вертолета Ибрахима Раиси

Три спасателя пропали при поисках упавшего вертолета президента Ирана

Хаменеи надеется, что президент Ирана Раиси жив после жесткой посадки вертолета

Под Москвой произошел мощный пожар на фабрике



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს გასაჯაროვდეს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული დოკუმენტები

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოითხოვს გასაჯაროვდეს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული დოკუმენტები

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, ნამახვანი ჰესის პროექტზე, რომელიც 25 მაისს, „მთის ამბებმა“ გაასაჯაროვა და რომელიც ამ დრომდე უკანონოდ იყო დახურული საზოგადოებისთვის, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან, - აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში, რომელშიც ორგანიზაცია მოითხოვს, იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურადაც გაასაჯაროოს დასკვნა და პოზიცია „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულების სამართლებრივ რისკებსა და იმ პროცესთან დაკავშირებით, რომლებმაც გამორიცხა მათი შენიშვნების ხელშეკრულების შინაარსში ასახვა და შესაძლებელი გახადა ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი სამართლებრივი რისკებით.

„დასკვნა მთავრობის და სახელმწიფო კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების მასშტაბურობას აკრიტიკებს მაშინ, როდესაც დასკვნის თანახმად "აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული [კომპანიის] უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები".

იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც 22 კრიტიკული შენიშვნისგან შედგება, ფაქტობრივად არ არის გათვალისწინებული ხელმოწერილი ხელშეკრულების ტექსტში. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს მოქმედი ხელშეკრულება შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს სახელმწიფოსთვის. დასკვნა სწორედ იმ საკითხების პრობლემურობას უსვამს ხაზს, რაც ხელშეკრულების გასაჯაროებისთანავე ჩვენი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა და რაც აჩვენებს ხელშეკრულებით სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის ინტერესების უკიდურეს დაუბალანსებელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმად, სამინისტროს კონკრეტული შენიშვნების ნაწილი არსებითად ემთხვევა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიგნებებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულებაში არსებული უსამართლო და დაუბალანსებელი პირობების ერთობლიობა განაპირობებს ხელშეკრულების მხარეთა უკიდურეს უთანასწორობას და საჯარო ინტერესების დათმობას კერძო ინტერესის სასარგებლოდ. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა შეიცავს სხვა არაერთ კრიტიკულ შენიშვნას ხელშეკრულების მიმართ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გამოეხმაურა ასევე მედიაში გავრცელებულ „შეთანხმების ფურცელს“, რომელშიც, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ცნობით, შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობაა ასახული.

„ამ დოკუმენტშიც, არა ერთ შენიშვნაზე მითითებულია, რომ გათვალისწინებული არ იქნა, მაგალითად, იმიტომ, რომ „ინვესტორი არ ეთანხმება შენიშვნის შინაარსს“. თუმცა, კიდევ უფრო საყურადღებოა ის პუნქტები, რომლებიც ამ დოკუმენტის მიხედვით „გათვალისწინებულია“. იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების დიდი ნაწილი, ფორმულირებულია იმგვარად, რომ სამინისტრო ხელშეკრულების პრობლემური მუხლების გადახედვას მოითხოვს, შესაბამისი დასაბუთებით; შესაბამისად, ყველა იმ შენიშვნაზე, რომელშიც იუსტიციის სამინისტრო ხელშეკრულების ესა თუ ის მუხლი პრობლემურად მიაჩნია და ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს, შეთანხმების ფურცელი, მიუთითებს, რომ შენიშვნა გათვალისწინებული იქნა, რადგან „საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინა საქართველოს მთავრობას“ - გათვალისწინებაში მხოლოდ მთავრობისთვის წარდგენა და, შესაბამისად, გადახედვა/“დამატებით შეფასება“ იგულისხმება, თუმცა გადახედვის შემდგომ, რატომ არ იქნა ასახული შესაბამისი შენიშვნა ხელშეკრულებაში - დასაბუთებული არ არის. შესაბამისად, ეს დოკუმენტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების უდიდესი ნაწილი ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებაში.

ორგანიზაცია მთავრობისგან მოითხოვს, გასაჯაროვდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესში გაფორმდა.

ესენია:

ხელშეკრულების ის რედაქცია, რომელზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა მომზადდა;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნა;

პროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის განკარგულების (რომლითაც ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება მოიწონა) განმარტებითი ბარათი, ადმინისტრაციული წარმოების სრულ მასალასთან ერთად.

„მთის ამბებმა“ 25 მაისს გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტს მომზადებული დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას. დასკვნა ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებამდეა მომზადებული და მოიცავს 22 კრიტიკულ შენიშვნას გასაფორმებელი ხელშეკრულების მისამართით.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

26 მაისს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები თბილისში კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ, რის შემდეგაც ისინი ხეობის მიმართულებით დაიძვრებიან. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომპანია "ენკას" ჰესის მშენებლობის პროცესში ადგილზე შეუშლიან ხელს.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Путин: РФ готова помочь Ирану в расследовании авиакатастрофы с Раиси

В Дмитровском округе котельная СПА-комплекса готова на 85%

В 2023 году несырьевой неэнергетический экспорт Москвы в Китай вырос на 32%

В Казани гала-концерт «Юные виртуозы Казани — 2024» состоится 5 июня

Музыкальные новости

Cadillac насмерть сбил пенсионерку в центре Москвы

Активиста Булатова оштрафовали на 50 тысяч рублей за дискредитацию армии

Азербайджанцев оправдали за убийство спортсмена Евгения Кушнира в Самарской области. Делом заинтересовался глава Следкома РФ А. Бастрыкин

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)

Новости России

Путин: РФ готова помочь Ирану в расследовании авиакатастрофы с Раиси

Опять "Садовод": афганец, напавший с ножом на девушку, работал на рынке

Дипломаты передали в лицей Браззавиля пособия по русскому языку

В Дмитровском округе котельная СПА-комплекса готова на 85%

Экология в России и мире

Сотрудники отеля Yalta Intourist поздравили ветеранов с Днём Великой Победы

МОСКОВСКИЙ ФЕСТИВАЛЬ ПОД ФЛАГОМ РУССКИХ СУПЕРГЕРОЕВ.

Более 500 человек посетили «Ночь музеев» в Ставропольской краевой психиатрической больнице №1

Выездной Фотограф для всех желающих, ну и конечно Артистов и Музыкантов.

Спорт в России и мире

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге

Теннисисты Роджер Федерер и Рафаэль Надаль стали лицами рекламной кампании Louis Vuitton

Звонарёва проиграла американке Крюгер в квалификации турнира в Страсбурге

Потапова проиграла на старте турнира WTA-500 в Страсбурге

Moscow.media

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями

Старый Гоор.

Подтверждена совместимость облачной платформы SpaceVM и операционной системы AlterOS

Бастрыкин затребовал доклад о насильственном отношении к детям из Москвы











Топ новостей на этот час

Rss.plus






Лавров начал переговоры с главой МИД Таджикистана в Астане

Новосибирского физика Анатолия Маслова осудили на 14 лет за госизмену

Новые рабочие места для молодежи появятся благодаря соглашению в Подмосковье

Если все-таки теракт, то кому была выгодна смерть президента Ирана Эбрахима Раиси?