პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ წირვას დაესწრო. საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჩაატარა.