Мы в Telegram
Добавить новость

АКРА подтвердило наивысший кредитный рейтинг Москвы

Строительство придорожного автоцентра возобновили вблизи деревни Дудкино

Официальный сайт программы КРТ начал работу в городе

Жителей и гостей Люберец 25 мая приглашают в парк на концерт памяти Ю. Шатунова



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გამართლდა თუ არა მოლოდინები - რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები 

გამართლდა თუ არა მოლოდინები - რას ჰყვებიან გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები 

გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამბობს, რომ მათ დამსაქმებელმა პირობები ცალმხრივად შეუცვალა. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გერმანულ მხარესთან ერთად პრობლემებში გარკვევას ცდილობს.

9 მაისს სეზონურ დასაქმებაზე სახელმწიფო პროგრამით 24 ადამიანი წავიდა. ეს იყო საქართველოს მოქალაქეების მეოთხე ჯგუფი, რომელიც გერმანელი ფერმერის შეთავაზებულ ვაკანსიაზე საქართველოს დასაქმების სააგენტომ შეარჩია, გააფორმა კონტრაქტები და გერმანიის დაკვეთით შვეიცარიის საზღვართან მარწყვის საკრეფად გაუშვა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ პირობები, რომელშიც აღმოჩნდნენ, „100 % -ით განსხვავდება მათი მოლოდინისგან”.

ჯაბა ჩაჩანიძე ხარაგაულის რაიონში ცხოვრობს. ბაზარში მუშაობდა და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლა გადაწყვიტა. დასაქმების პროგრამის კონტრაქტის თანახმად, 6 დღის განმავლობაში მას 48 საათი უნდა ემუშავა, ანუ დღეში 8 საათი, თუმცა ადგილზე ფერმერმა უთხრა, რომ 4 საათს იმუშავებდნენ და ანაზღაურებასაც მოკრეფილი მარწყვის რაოდენობის მიხედვით მიიღებდნენ. ანუ აღმოჩნდა, რომ რეალურად დაახლოებით იმის ნახევარს გამოიმუშავებდა, რისი იმედიც ჰქონდა.

დასაქმებულები ამბობენ, რომ, როგორც კი ახალი პირობების შესახებ გაიგეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოსა და საკონსულოს და თავიანთი პრობლემის შესახებ შეატყობინეს. ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ჯაბამ კონტრაქტი გაწყვიტა და სხვა კერძო დამსაქმებელთან დამოუკიდებლად იპოვა სამუშაო:

„შევატყობინე სააგენტოსაც. ვალით წამოვედი და 8 დღე ველოდე ცვლილებას, მაგრამ არაფერი. ვიცი, რომ რაღაც შეიძლება დამაკისრონ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ის სამუშაო პირობები არ იყო, რაც შემოგვთავაზეს“.

ჯაბა ამბობს, რომ დამსაქმებლები დაქირავებულებს თავისი ხარჯით დღეში ერთხელ, საღამოს 8 საათზე, უმასპინძლდებოდნენ ვახშმით, თუმა იმის გამო, რომ დილას მუშაობას 6 საათზე იწყებდნენ, საუზმისა და სადილისთვის საკვებს თავად ყიდულობდნენ და საძინებელ ოთახებში უწევდათ ჭამა.

საცხოვრებელ და სამუშაო პირობებზე დასაქმებულები ვიდეოში ლაპარაკობენ.

როგორი ვითარებაა დანარჩენ სამ ჯგუფში, ჩვენთვის ცნობილი არ არის. მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე წასულ სხვა მოქალაქეებს.

თუმცა გერმანული მედიის - OstWest -ის - სიუჟეტში ჩანს, რომ სამუშაო პირობების შესაფერისად ჩაცმული ქართველი მუშები სატაცურს კრეფენ, აფასოებენ და სამუშაო პირობებით კმაყოფილებიც არიან.

სამუშაო პირობების გამო შექმნილი პრობლემების გასარკვევად რადიო თავისუფლება დასაქმების სააგენტოს დაუკავშირდა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში გვითხრეს, რომ სავსებით იზიარებენ იმ წუხილს, რომელიც აქვს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასული მოქალაქეების ერთ ჯგუფს.

„გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მიერ სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან.

თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით, რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე.

დღეის მდგომარეობით, ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც, ცხადია, არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი“, - გვითხრეს უწყებაში და განგვიმარტეს, რომ, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო კონტრაქტიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა საქართველოდან ჩასულ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება და იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობას არ დაიცავს, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 15 რიცხვამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა სულ 4 ჯგუფი 54 პირის შემადგენლობით.

შემოსული 27 ვაკანსიიდან, სადაც 632 ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი, საქართველომ 730 განაცხადი უკვე გაგზავნა. საერთო ჯამში, სეზონურ სამუშაოებში გერმანიაში საქართველოს 5 000 მოქალაქის დასაქმებაა შესაძლებელი.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Сибирская школа геонаук ИРНИТУ проводит геологический семинар

Николай Долгополов представил в Москве свою новую книгу о разведчиках

«Аэрофлот» увеличит количество рейсов между Москвой и Петербургом

Музыкальные новости

Выставка славянских истоков «В бессмертье уходит всеведенье литер простых»

Применим ли ЦФА для венчура в России?

Белоусов собирает новую команду в Минобороны: Ждать ли возвращения Суровикина?

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.

Новости России

Муфтий Москвы Аляутдинов: запрет никаба вызовет недовольство мусульман в России

Блогер Эвенкийка представит Якутию на конкурсе красоты Mrs World Russia

В Москве произошла массовая драка со стрельбой и поножовщиной. Есть пострадавшие

В Подмосковье создадут ещё восемь ООПТ

Экология в России и мире

Июньские дни духовности: Православные праздники месяца от ясновидящей Галины Янко

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Мистический Тибет: путеводитель по местам силы от Кажетты Ахметжановой

Дорожные ирригаторы Revyline RL 660 New Black скоро появятся в представительстве бренда в Улан-Удэ

Спорт в России и мире

Российский теннисист Медведев опустится на строчку в рейтинге ATP

Касаткина, Андреева и Кудерметова — в тройке лидеров в борьбе за звание лучшей теннисистки

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Теннисиста Медведева выбили из топ-4 ATP

Moscow.media

На Невском заводе электрического транспорта наградили победителей фестиваля «Транспорт: будущее»

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

MONT расширил продуктовую линейку ИБ-решений при поддержке «Сайберпик»

На западном объезде Южно-Сахалинска забивают сваи моста через реку Владимировка











Топ новостей на этот час

Rss.plus






Оперативный Эфир 21.05.2024

В Москве произошел конфликт со стрельбой

Сердце ядерного щита столицы: современный компьютер способен различить до 100 боеголовок одновременно