ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ „მესამე ტალღის“ პიკმა გადაიარა. იმუნოლოგმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილური იქნება.
„თუ ზაფხულში შევალთ შედარებით სტაბილური მდგომარეობით და ზაფხულს მასობრივი ვაქცინაციისთვის გამოვიყენებთ, ამ წლის ბოლოს გაცილებით უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ თავს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 29 209 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1160 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 4.11%;
ბოლო 7 დღის - 3.81%;
ბოლო 14 დღის - 4.58%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1302-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 3819 ადამიანი. 15 მარტიდან აცრილია 97 153.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 333 601 შემთხვევა. მათგან 313 651 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4519 ადამიანი.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:
1 მაისი - ახალი შეთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;
2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;
3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;
4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20;
5 მაისი - ახალი შემთხვევა 2171(ტესტი 27648). გარდაცვლილი 24;
6 მაისი - ახალი შემთხვევა 1806(ტესტი 28180). გარდაცვლილი 20;
7 მაისი - ახალი შემთხვევა 1547(ტესტი 25541). გარდაცვლილი 18;
8 მაისი - ახალი შემთხვევა 1564(ტესტი 27384). გარდაცვლილი 18;
9 მაისი - ახალი შემთხვევა 1089(ტესტი 18622). გარდაცვლილი 18;
10 მაისი - ახალი შემთხვევა 549(ტესტი 9535). გარდაცვლილი 24;
11 მაისი - ახალი შემთხვევა 1788(ტესტი 28532). გარდაცვლილი 31;
12 მაისი - ახალი შემთხვევა 1409(ტესტი 40275). გარდაცვლილი 27;
13 მაისი - ახალი შემთხვევა 776(ტესტი 31982). გარდაცვლილი 16;
14 მაისი - ახალი შემთხვევა 1390(ტესტი 38468). გარდაცვლილი 18;
15 მაისი - ახალი შემთხვევა 1576(ტესტი 44278). გარდაცვლილი 29;
16 მაისი - ახალი შემთხვევა 968(ტესტი 23742). გარდაცვლილი 16;
17 მაისი - ახალი შემთხვევა 504(ტესტი 11665). გარდაცვლილი 27;
18 მაისი - ახალი შემთხვევა 1562(ტესტი 29685). გარდაცვლილი 30;
19 მაისი - ახალი შემთხვევა 1160(ტესტი 29209). გარდაცვლილი 20.