Мы в Telegram
Добавить новость

Новое поколение этнических медийщиков: как "БРУСНИКА" и "Буряад ТВ" меняют медиаландшафт

Мосгорсуд оставил в СИЗО убийцу байкера и его родственников

Что делать при появлении в небе беспилотника: эта инструкция спасет вам жизнь

Йеллен: Минфин США продолжает изучать новые способы сокращения доходов России

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

სევ ლიჩის სასაზღვრო ინციდენტი, რომელსაც დიდი ხმაური ახლავს

სევ ლიჩის სასაზღვრო ინციდენტი, რომელსაც დიდი ხმაური ახლავს

სომხეთის ხელისუფლებამ 14 მაისს ოფიციალურად მიმართა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომ დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანთან შექმნილი სასაზღვრო დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაც ორ ქვეყანას შორის პირველი სერიოზული დაპირისპირებაა შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი მასშტაბური ბრძოლების შემდეგ.

სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ 12 მაისს დაახლოებით 250-მა აზერბაიჯანელმა სამხედრომ ხელყო სუვერენული ქვეყნის საზღვარი და 3,5 კილომეტრით შეიჭრა სიუნიქის რაიონის სიღრმეში, სევ ლიჩის (სევის ტბის) მახლობლად.

ერევანმა სასაზღვრო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით აზერბაიჯანელ სამხედროებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა მთავრობის ვიცე-პრემიერი და პარალელურად აამოქმედა დიპლომატიური კავშირები.

14 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, აზერბაიჯანს მოუწოდა, სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედრო ძალა სომხეთის სასაზღვრო არეალიდან, სადაც ისინი შეიჭრნენ.

„აზერბაიჯანის სამხედრო ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე. ისინი დაუყოვნებლად უნდა გავიდნენ უკან“, - დაწერა მაკრონმა თავის ფეისბუკში და შემდეგ ამას მოაყოლა სომხურ ენაზე დაწერილი პოსტი, რომელშიც სომხეთის ხალხისადმი მხარდაჭერასა და სოლიდარობაზეა საუბარი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი ორივე მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ „თავშეკავება სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის“.

აზერბაიჯანი უარყოფს მისი სამხედროების სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შესვლას და, თავის მხრივ, სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და მოახლოებული არჩევნების წინ პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში.

ინფორმაცია ძალიან ცოტაა

ამასობაში სევ ლიჩის სასაზღვრო ინციდენტის შესახებ, რომელსაც დიდი საერთაშორისო ხმაური მოჰყვა, ძალიან ცოტა ინფორმაცია მოეპოვებათ აზრბაიჯანისა და სომხეთის წამყვან ჟურნალისტებს და ანალიტიკოსებს.

რადიო თავისუფლება რამდენიმე მათგანს ტელეფონის საშუალებით გაესაუბრა.

„სევ ლიჩის ტბის (სევის ტბა) მახლობლად მდებარე სასაზღვრო მონაკვეთზე აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეთა დიდმა ჯგუფმა, დაახლოებით 250 კაცის ოდენობით, 12 მაისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადალახა და სომხეთის ტერიტორიაზე 3,5 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრა. მათ, ფაქტობრივად, მთელი ტბის პერიმეტრი აიყვანეს თავიანთ კონტროლზე, ჯიბეში უდევთ რაღაც რუკები, რომელთა მიხედვით ეს თითქოს მათი ტერიტორიაა. სინამდვილეში, ასეთი რუკა ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ერთგვარი ფოტოშოპი, რადგან საბჭოთა პერიოდის ყველა რუკაზე ამ ტბის სარკის 80 % ეკუთვნოდა საბჭოთა სომხეთს“, - გვიამბობს რუბენ მეჰრაბიანი, სომეხი ანალიტიკოსი და გაზეთ „არავოტის“ რუსული ვერსიის რედაქტორი.

საუბარია სომხეთთან მოსაზღვრე ლაჩინისა და ქელბაჯარის რაიონების იმ ნაწილზე, სადაც რთული მთიანი რელიეფი და არახელსაყრელი კლიმატური პირობებია. ამის გამოც არის, რომ უშუალოდ ინციდენტის ადგილიდან საინფორმაციო საშუალებები ვერ იღებენ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროებით და ეყრდნობიან მხოლოდ სომხეთის ოფიციალურ ცნობებს.

„ინფორმაცია პრაქტიკულად ძალიან ცოტაა და უფრო მეტად ის ვრცელდება სომხეთის მხარის მიერ, რომლის თანახმად, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს საზღვარი და შევიდნენ სომხეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ცოტას ლაპარაკობს. არის ინფორმაცია მხოლოდ იმის თაობაზე, რომ იქ გაგზავნილია სასაზღვრო უწყების წარმომადგენელი, რათა ადგილზე გადაიჭრას ეს საკითხი. გავრცელდა კიდევ ვიდეოკადრები, რომლებიც, კაცმა არ იცის, როდის არის გადაღებული, რომელზეც ჩანს ჩვენი ჯარისკაცების გადაადგილება. საქმე ისაა, რომ ამ მონაკვეთებზე თავდაცვის სამინისტროს არ ჰყავს დანაყოფი, იქ საზღვარზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო ჯარები. ამიტომ თუ იქ იყო რაიმე გადაადგილება, ეს იქნებოდნენ მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები“, - ამბობს მეხმან ალიევი, „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორი.

აზერბაიჯანი უარყოფს, რომ მისი სამხედროები სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ, მაგრამ ბაქო ადასტურებს, რომ იქ იმყოფებოდნენ სასაზღვრო ძალები, რომლებიც კლიმატური პირობების გაუმჯობესების შემდეგ თავიანთ ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

მაგრამ ასეთ ინფორმაციას სომხეთში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

„ამჟამად ვითარება ასე გამოიყურება: სომხეთის მხარემ გამოიჩინა თავშეკავება და არ წავიდა იმაზე, რომ საზღვრის დამრღვევები გაეძევებინა სამხედრო ზემოქმედებით ან იძულების მეთოდით. ამასთან, სომხეთი, მეორე დღეა, აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელშიც ჩართულია რუსეთიც. ეს მოლაპარაკებები, მეორე დღეა, გრძელდება, მაგრამ მას ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, გეგარკუნიკის ოლქში, რომელიც კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები იმავე სცენარით კიდევ ორ სასაზღვრო მონაკვეთზე შეიჭრნენ. ანუ ისევ რაღაც თითიდან გამოწოვილი რუკების საფუძველზე. აი, კერძოდ, ასეთია ვითარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რუბენ მეჰრაბიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანი სომხეთს ადანაშაულებს ამ პროცესზე არაადეკვატურ რეაგირებასა და პროვოკაციული განცხადებებით საკითხის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში მოახლოებული არჩევნების წინ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთთან საზღვრის დაცვის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები ეფუძნება ორივე მხარის განკარგულებაში არსებულ რუკებს, რომლის თანახმად სასაზღვრო სევ ლიჩის ტბის ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნოდა.

„საბჭოთა პერიოდში ტერიტორიის ნაწილი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. იანვარში სომხეთის მხარე აცხადებდა, რომ მიმდინარეობს საზღვრის დემარკაცია და სასაზღვრო ნაწილების დროებითი განლაგება 1975-1976 წლების საბჭოთა არმიის გენშტაბის მიერ შედგენილი რუკების საფუძველზე. ჩვენ მათ გავუგზავნეთ შეკითხვა, მაგრამ არაფერს გვპასუხობენო, აცხადებდა სომხეთის მხარე. ძალიან ძუნწი ინფორმაციაა. მანამდე პერიოდულად საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე იჩენდა ხოლმე თავს სხვადასხვა სახის დაძაბულობა, იწყებოდა მოლაპარაკება, სადღაც სომხეთის მხარე იხევდა და ათავისუფლებდა დაკავებულ ტერიტორიებს და სხვა, მაგრამ აქ, ამ ზონაში, ამ მონაკვეთზე არასოდეს არ მომხდარა დაპირისპირება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეხმან ალიევმა.

ორი სცენარის მოლოდინში

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების მიზნით სიუნიქის რაიონში 14 მაისს ჩავიდა სომხეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, ტიგრან ავინიანი.

ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე ავინიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება, და გამოთქვა რწმენა, რომ მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეძლებენ ინციდენტის მოგვარებას.

შეკითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს ერევანი ვითარების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ტიგრან ავინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება ყველა სცენარს განიხილავს. რაც შეეხება სიტუაციის ესკალაციას სასაზღვრო რაიონში, ასეთ შემთხვევაში ერევანს თავისი მოკავშირეების იმედი აქვს. ასეთ მოკავშირეებად ეგულება სომხეთს, პირველ რიგში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეზე შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ), რომელსაც სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭომ კონსულტაციების დაწყების თხოვნით მიმართა.

ნიშანდობლივია, რომ ამ ორგანიზაციაში, რომელიც ზუსტად 19 წლის წინ, 1992 წლის 15 მაისს, დაფუძნდა ტაშკენტში, შედიან ბელარუსი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. წესდების თანახმად, ორგანიზაციამ სამ დღეში უნდა აცნობოს პასუხი ერევანს.

მაგრამ სომხეთში იმასაც იხსენებენ, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს მთიან ყარაბაღში უარი თქვა ჩარევაზე იმ მიზეზით, რომ მთიანი ყარაბაღი არ წარმოადგენს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას.

„ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ ამ ორგანიზაციისაგან არაფერს არ უნდა ველოდეთ და ის, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ ორგანიზაციისგან ამ ორი დღის განმავლობაში, ჩემი შეფასებით, ძალიან წააგავდა კატა ლეოპოლდის კნავილს ცნობილი საბჭოთა მულტფილმიდან და მეტს არაფერს“, - ამბობს რუბენ მეჰრაბიანი.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.

10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის - რაიონი.

ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2 000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Суд оставил под арестом фигуранта дела об убийстве байкера в Москве

Столичные школьники взяли гран-при на Турнире технологических сборных в «Сириусе»

В чем отличия и особенности планетарного миксера?

Парень на камеру признался, что обманул школьника из Чувашии, работавшего на автомойке ради мечты

Музыкальные новости

Команда «Россети Новосибирск» вышла на #ЗаБег

«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.

«СВЯТОЙ ЛЕНИН» помогает В.В. Путину улучшить либо отменить налоги в обществе.

Активиста Булатова оштрафовали на 50 тысяч рублей за дискредитацию армии

Новости России

Что делать при появлении в небе беспилотника: эта инструкция спасет вам жизнь

Летняя танцевально-музыкальная программа «Таланты Likee» в ТРЦ «Нора»

Суд оставил под арестом фигуранта дела об убийстве байкера в Москве

В чем отличия и особенности планетарного миксера?

Экология в России и мире

C 20 по 26 мая 2024 года проходит Неделя профилактики заболеваний эндокринной системы

МОСКОВСКИЙ ФЕСТИВАЛЬ ПОД ФЛАГОМ РУССКИХ СУПЕРГЕРОЕВ.

Российские туристы встретились с таджикскими строителями в Новой Зеландии и были удивлены их жизни и ответами на вопросы

В Турции в ужасе удивились: сотни нелегальных отелей как ни в чем не бывало принимают туристов и выставляются на площадках бронирования

Спорт в России и мире

Немец Зверев выбил россиянина Медведева из топ-4 ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву

Moscow.media

Сотрудник Дубненского отдела вневедомственной охраны Главного управления Росгвардии по Московской области встретился с учащимися МОУ СОШ №1

Подтверждена совместимость облачной платформы SpaceVM и операционной системы AlterOS

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)











Топ новостей на этот час

Rss.plus






Жители Подмосковья могут выбрать лучший авторский дизайн карт «Стрелка»

Синодальный отдел по делам молодёжи проведёт интеллектуальную игру «Святые равноапостольные Кирилл и Мефодий»

В Москве женщина бросила двухмесячного младенца возле супермаркета

Новое поколение этнических медийщиков: как "БРУСНИКА" и "Буряад ТВ" меняют медиаландшафт