Мы в Telegram
Добавить новость

Киров - на 30-м месте рейтинга российских регионов по доходности вложений в недвижимость

Двухлетний ребенок выпал с 7 этажа на улице Корнейчука

Немецкий офицер передавал секретную информацию, потому что имел "страх ядерной войны"

Переезд с комфортом. Реновация в столице идёт полным ходом

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„აცრის ლინკს ვერ ვპოულობ!” - რატომ ჩავარდა აცრის საინფორმაციო კამპანია

„აცრის ლინკს ვერ ვპოულობ!” - რატომ ჩავარდა აცრის საინფორმაციო კამპანია

საქართველოში ვაქცინაცია თითქმის სამი თვის წინ დაიწყო, 4 მაისიდან კი ყველასთვის ხელმისაწვდომ „სინოფარმზე” გაიხსნა ადგილები. ფეისბუკში მიმდინარე მსჯელობა მიანიშნებს, რომ ვაქცინაციის ყველა ეტაპზე მოქალაქეები აცრებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჯერ კიდევ ზეპირსიტყვიერად და სოციალურ ქსელში უზიარებენ ერთმანეთს, ზოგიერთმა კი მხოლოდ ამ კვირაში გაიგო, რომ აცრა პორტალის მეშვეობით შეიძლება დაჯავშნო.

რა იყო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მთავარი სისუსტე და რომელმა ფაქტორებმა იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე? - რადიო თავისუფლება რიგით მოქალაქეებსა და კომუნიკაციის ექსპერტებს ესაუბრა.

 

“წინასწარი რეგისტრაცია” ვაქცინაციას არ ჯავშნის

 

წინა თვეში, როცა ვაქცინაცია უკვე დაწყებული იყო ცალკეული ჯგუფებისთვის, მაგრამ ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს “წინასწარი რეგისტრაციის” ვებგვერდი წარუდგინა, სადაც მსურველებს შეეძლოთ რამდენიმე ვაქცინას შორის სამი სასურველი შეერჩიათ. წინასწარი რეგისტრაციის პორტალზე შესვლისას ვკითხულობთ, რომ მისი მიზანია „სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19-ზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ“. თუმცა ფორმა, რომელსაც ავსებ, დამაბნეველია, რადგან შევსებისას გვეკითხებიან, რა ფორმით გვსურს გავიგოთ, როდის იქნება ვაქცინაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი,

თუმცა მათთვის, ვისაც „სინოფარმი“ ჰქონდა მონიშნული, არც შეტყობინება გაუგზავნიათ და არც დაურეკავთ.

„სინოფარმი“ მოვნიშნე, რადგან სხვა არაფრის იმედი არ მქონდა. ეს პორტალი აღვიქვი როგორც გამოკითხვა, რადგან დავინახე იქ სტატისტიკური მონაცემები. მაგრამ „სინოფარმის“ რეგისტრაცია რომ გაიხსნა, რატომ არ მომივიდა შეტყობინება, არ ვიცი. ოფიციალური ჯავშნის ლინკზე უკვე ვიცოდი, რაგდან ჩემი ნაცნობებისგან ვიღაცას გაზიარებული ჰქონდა ადრე და მშობლები დავარეგისტრირე” - ამბობს ირინა ალიაშვილი, 32 წლის.

მომხმარებელთა ნაწილმა პორტალზე მითითებული ინფორმაციის წაკითხვა მოასწრო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „წინასწარი ვაქცინაციის პორტალზე“ რეგისტრაციისას ადამიანები ჩქარობდნენ, ამიტომ არ უნახავთ, რომ ის მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას ემსახურებოდა. პორტალის ნამდვილი დანიშნულება შემთხვევით გაარკვიეს.

„სამწუხაროდ, მეც, ისევე როგორც ბევრ სხვას, "წინასწარი რეგისტრაციის" ლინკი ამერია ნამდვილ რეგისტრაციაში“, - ამბობს ლუკა, სტუდენტი თბილისიდან, რომელმაც ამ დრომდე არ იცოდა, რომ „სინოფარმით“ აცრა უკვე დაიწყო.

„იმდენად სწრაფად და იმპულსურად მოხდა, რომ ვერც გავაანალიზე. უბრალოდ, ჩემთვის სასურველი ვაქცინები მოვნიშნე. არანაირი ინფორმაცია არ მქონია და გუშინდლამდე საკმაოდ არხეინად ველოდებოდი იმეილს, რომელიც მამცნობდა ჩემი ვაქცინაციის თარიღს. მერე საერთო ჩათში ვიკითხე ვაქცინაციაზე, იმეილზე უნდა მომსვლოდა ინფორმაცია თუ არა, და მეგობარმა თვალები ამიხილა და ნამდვილი ლინკი გამომიგზავნა“.

მოტყუვდა გიორგი კალატოზიშვილიც, რომელიც პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია. წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ მასა და უწყებას შორის კომუნიკაცია შედგა და იმედგაცრუებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ კვლევის რესპონდენტი იყო.

„მოქალაქეს ჰგონია, რომ რეგისტრირდება წინასწარ, დგება რიგში და, შესაბამისად, დაუკავშირდებიან. ამას როცა ვაკეთებ, ვარ პროაქტიული და ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან გაღიზიანებული ვარ, რომ ეს აღმოჩნდა გამოკითხვა. მივუთითე პირადი ნომერიც, დაბადების თარიღიც და ტელეფონიც - აი, ეს რისთვის იყო მაშინ საჭირო? ჩემი აზრით, კომუნიკაციის კუთხით არასწორია, როცა არ გაქვს გარკვევით ახსნილი მომხარებლისთვის, რომ ეს არის კვლევა“.

 

ვერშემდგარი კომუნიკაცია

 

სახელმწიფო მოქალაქეებს ვაქცინაციაზე ინფორმაციას ძირითადად პრესკონფერენციებზე აწვდის. აცრის დაჯავშნის ვებგვერდი Booking.moh.gov.ge, მაგალითად, NCDC-ს ფეისბუკ-გვერდზე საერთოდ არ არის მითითებული. ჯანდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე ბოლო ათი პოსტიდან ვაქცინაციის ვებგვერდი მხოლოდ ორშია მითითებული, Stopcov.ge-ზე კი ვიზიტის დაჯავშნის პორტალის ბმულს საერთოდ ვერ ნახავთ, აქ მხოლოდ “წინასწარი რეგისტრაციის” პორტალის ბმულს იპოვით.

ამავე პორტალის ბმული პირველი იძებნება, თუკი საძიებო სისტემაში ჩავწერთ “ვაქცინაციაზე რეგისტრაციას”. თუ “აცრა კოვიდზე”-ს მოვძებნით ამოსულ შედეგებში, ანტივაქსერული ფეისბუკ-გვერდი შედეგებში უფრო მაღლაა, ვიდრე NCDC-ს მთავარი გვერდი.

„საერთოდ მოშლილია სისტემა, რომელმაც ადამიანების ქცევის წესი უნდა შეცვალოს, დაგვარწმუნოს და ადვილად მიგვაღებინოს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სასარგებლოდ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრ "საქართველოს" ხელმძღვანელმა გიორგი მოლოდინმა.

„ყოველი დღე არის კრიზისული, სანამ ერთი ადამიანი მაინც იღუპება კოვიდის გამო. ყოველდღე საჭიროა დამატებითი ახსნა-განმარტებები და კომუნიკაციის გაძლიერება. კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა ნიშნავს პასუხისმგებლობას იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებიც ავადდებიან, იტანჯებიან და კვდებიან“.

ფიქრია კობახიძე ამბროლაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის ექიმია, რომელიც რაჭაში და ცაგერში აცრებზეა პასუხისმგებელი. 5 მაისს, როცა ის რადიო თავისუფლებას ესაუბრა, მთლიანად რეგიონში მხოლოდ 85 ადამიანი იყო აცრილი.

„ეს ძალიან ცოტაა. აქედან 20 არის მედპერსონალი. მოქალაქეებიდან 11 ავცერით „სინოფარმით“, დანარჩენი „ასტრაზენეკათი“. ვინც მოდის, ყველა შეგნებით მოდის და ინფორმირებულები არიან აცრის შესახებ, მოვლენების შესახებ, მაგრამ უფრო მეტად უნდა იყოს პროვაქსერული პროპაგანდა, ჩემი აზრით, რადგან რაჭაში [უნდობლობის] იგივე მიზეზებია, რაც, ზოგადად, საქართველოში: ანტივაქსერული განწყობა, სათანადო რეკლამირების ნაკლებობა და მეგი ბაქრაძის გარდაცვალება“.

28 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალება კოვიდაცრის შემდეგ ის საქმეა, რომელიც დღემდე კითხვებს აჩენს. ექთანი, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა სისხლში ნივთიერებები, რომლებიც საზიანო შეიძლება ყოფილიყო. საქმეში უკვე ფიგურირებდა რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

“როგორც გარედან დამკვირვებელს, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სათანადო ახსნა-განმარტება მოხდა საზოგადოებისთვის ამ შემთხვევის. ეს საქმე დღემდე კითხვებს აჩენს და ასოცირდება ვაქცინაციის შიშთან“, - ამბობს გიორგი მოლოდინი.

 

ტენდერმა დააგვიანა

 

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის მხარდასაჭერად ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 5 მარტს ტენდერი გამოაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის Covid-19-ის შედეგების შემარბილებელი მხარდაჭერის ნაწილია. ჯამში, მხარდაჭერის მთლიანი პაკეტის ღირებულება 80 მილიონი ამერიკული დოლარია. აქედან რამდენია გამოყოფილი ტენდერისთვის, უცნობია.

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნუცა სუბელიანს, ტენდერის მონაწილე სარეკლამო კომპანია “ჯეპრას” საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს. ნუცა ამბობს, რომ პირველი ტალღის დროს საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს პროცესის კარგ მმართველებად აღიქვამდა, თუმცა წლის განმავლობაში ნდობამ თანდათან იკლო.

„ამჟამად ნდობის ინდექსი უშუალოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებით არ არის სათანადოდ მაღალ ნიშნულზე. ყველაზე დიდი კრიზისი მედდის გარდაცვალება იყო და ამ კრიზისიდან გამოსვლა ბოლომდე არ მომხდარა. ამ შემთხვევის შემდეგ ექიმებმა არ იაქტიურეს აცრებზე. ეს გახდა ფართო საზოგადოებისთვის დიდი კითხვის ნიშანი და კიდევ უფრო მეტად დაწია ნდობა. ექიმები სანიმუშოები არიან და ერთგავრი კომუნიკატორები არიან ამ პროცესის. კარგი მაგალითები ცვლის სურათს, საზოგადოება გააქტიურდა, მაგრამ იმ დონეზე არა რომ არ გვქონდეს ინტენსიური კამპანიის საჭიროება.“

არ ვიცით, როდის გამოვლინდება ტენდერის გამარჯვებული და რამდენი ხანი დასჭირდება კამპანიის სრულფასოვან ამოქმედებას, ვაქცინაცია კი უკვე დაწყებულია.

„იმდენი ადამიანია აუცრელი, რომ ყოველი დღე შეიძლება დაგვიანებულად ჩავთვალოთ“, - ამბობს გიორგი მოლოდინი.

„ადამიანების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ კითხვები. ხელისუფლების ვალია ამ კითხვებს უპასუხოს და რაც შეიძლება დროულად მოახდინოს ამ ადამიანების დარწმუნება. არ იგულისხმება ადამიანების გარიყვა, ვინც ვაქცინას არ იკეთებს. არიან რადიკალურად განწყობილი ფანატიკოსებიც, მაგრამ არიან ადეკვატურად მოაზროვნე ადამიანებიც, მათ შორის ექიმები, რომლებიც არ იცრებიან და სხვა ტიპის კომუნიკაცია სჭირდებათ, რომელსაც ადგილი არ აქვს“.

 

 

 

 

თამუნა კაკულიამ „სინოფარმით“ აცრის ჯავშანი გადასწია იმ დრომდე, სანამ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. ის, რომ საქართველოში „სინოფარმით“ იცრებიან, მისთვის საკმარისი არგუმენტი არ არის.

„აცრების გულმხურვალე მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ჩვენი ინსტიტუციების ნდობა საერთოდ არ მაქვს. მთელი წელი ინტუიციურ დონეზე ვიღებ გადაწყვეტილებებს.

რას აკეთებენ ინსტიტუციები იმისთვის, რომ მე ვიყო მაქსიმალურად ინფორმირებული? სად არის კარგი და ეფექტური ფორმები? მდორე პრესკონფერენცია ნამდვილად არ არის საკმარისი ჩემთვის. სისტემა ჩემი, ინდივიდის, ჯანმრთელობის საკითხზე არ არის ორიენტირებული“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Лера Кудрявцева об отпуске в Турции: «Уехала из Москвы или нет?»

Потепление до плюс 19 градусов ожидается в столице

Синоптик Позднякова: самым теплым днем апреля в Москве стало 2-е

Столичные компании активно внедряют роботизированные системы

Музыкальные новости

Куда поехать на майские праздники в России: топ-7 направлений

Особенности выбора автозапчастей по VIN

Оксана Федорова представит премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова» на выставке-форуме «Россия»

Овчинников: «Зенит» психологически не готов драться за титул РПЛ

Новости России

Екатерину Мизулину укусил клещ

Александр Савченков и Константин Власов покидают «Динамо»

«Делать людям добро». За что белгородские пожарные любят свою работу

III Московский джазовый фестиваль станет одним из самых масштабных и значимых музыкальных событий года

Экология в России и мире

Как характер влияет на болезни

Что будет, если есть яйца каждый день: 15 научных фактов

Продвижение новой музыки и ваших хитов на радио и в интернете

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Спорт в России и мире

Рублёв: быстрая победа над Грикспором связана с тем, что хотел быстрее уйти с корта

Прямая трансляция матчей Рыбакиной и Путинцевой за выход в 1/8 финала турнира в Мадриде

Названы победительницы матчей Рыбакиной и Путинцевой за четвертьфинал турнира в Мадриде

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде

Moscow.media

РОССИЯН ПРЕДУПРЕДИЛИ О РИСКАХ ВОЗВРАЩЕНИЯ РАЗБОРОК НА ДОРОГАХ

Сотрудники спецподразделений столичного главка Росгвардии окончили обучение в Центре профподготовки в Подмосковье

«1418»: выставка секции «Арт-фото» ТСХР в зале «Лаврушинский`15»

На трассе М-4 Дон в этом году отремонтируют 200 км и нанесут экспериментальную разметку











Топ новостей на этот час

Rss.plus






Актриса Марина Федункив опубликовала видео и удивила поклонников внешним видом

«Делать людям добро». За что белгородские пожарные любят свою работу

Киров - на 30-м месте рейтинга российских регионов по доходности вложений в недвижимость

Переезд с комфортом. Реновация в столице идёт полным ходом