Мы в Telegram
Добавить новость

В Иркутском музыкальном театре готовят премьеру спектакля ко Дню Победы

С майскими праздниками трубчан поздравляют яркие плакаты и полотнища на крыльце Дома культуры (0+)

Двухлетний мальчик умер после падения из окна седьмого этажа в Москве

Люблю кино в начале мая: Wink.ru представляет премьеры месяца

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გახდება თუ არა საჭირო საერთაშორისო პარტნიორების ჩარევა პოლიტიკურ პროცესში? - რა არ უნდა გამოგრჩეს 7 მაისს

ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების იმედად - ვინ გახსნის ციხის კარს მელიასთვის?

„შარლ მიშელის შეთანხმების“ შესრულების პროცესი ჯერ თითქმის არ დაწყებულა და ხელმომწერი ოპოზიცია უკვე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

დეპუტატები ოპოზიციური პარტიებიდან აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო წნეხის საფუძველზე მოუწევს ამნისტიის საკუთარი პროექტიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც „შარლ მიშელის შეთანხმებას“ ეწინააღმდეგება და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საპატიმროში დატოვებას ისახავს მიზნად.

ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვის აუცილებლობას ხედავენ „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელსაც ხელი არ მოუწერია "შარლ მიშელის შეთანხმებისთვის".

ნიკა მელიას პოზიცია უცვლელია - ის ძველებურად ეწინააღმდეგება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ფართო ამნისტიას. ამის შესახებ ამბავი რუსთავის ციხიდან გუშინ მელიას თანაგუნდელებმა გამოიტანეს.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

 

აპირებს თუ არა პრეზიდენტი ჯარიმების შესახებ კანონზე ვეტოს დადებას?

6 მაისს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ინდივიდუალურად შეხვდა. შეხვედრების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ საუბრის მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები იყო, რომლის მიხედვითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის, ასევე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

"გირჩის" ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ პრეზიდენტს ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დასადებად შეხვდა და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა:

"ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო... ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს", - თქვა ხვიჩიამ.

ვეტოს მოლოდინით გამოვიდა შეხვედრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც, თუმცა მან აღნიშნა, რომ გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა, საუბარი კიდევ შეეხებოდა ორ საკითხს:

„მეორე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ იყო ზაზა გახელაძის საკითხი. ჩვენ გუშინ შევხდით მის ოჯახის წევრებს და პრეზიდენტსაც შეხვდნენ ისინი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულობით კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი თანამემამულე.

მესამე საკითხი იყო ამნისტიაში ჩანაწერი ნიკა მელიაზე ვფიქრობ, აქ თანხვედრა გვაქვს პრეზიდენტთან და ამაზე ერთობლივად ვიმუშავეთ პრეზიდენტთან, რომ არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე გარემო. ჯერ პოზიცია არც ერთ საკითხთან არ დაუფიქსირებია ზურაბიშვილს, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის შემდეგ.

 

 

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და აფუძნებს ორგანიზაციას „ერთობა, რაობა, იმედი".

პრესკონფერენციაზე ვასაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური კრიზისის გამო მიიღო, ბოლო წვეთი მისთვის კი „დანიელსონის დოკუმენტის“ ხელმოწერა იყო:

"ამ დოკუმენტში ჩემი აზრით, გარდა ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებისა, დამნაშავეების ციხიდან კანონის დარღვევით გამოშვებისა, მოხდა ქვეყნისათვის კიდევ უფრო დამაზიანებელი რამ. ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში ხელყოფა და შემცირება იმიტომ, რომ აწი თუ ეს დოკუმენტი ბოლომდე განხორციელდა და ძალაში შევიდა, ამ დოკუმენტის შედეგად ჩვენს ქვეყანას მისი ისედაც შეზღუდული, შევიწროვებული მყიფე და მცირე სუვერენიტეტი, თითქმის აღარ რჩება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აწი ჩვენი სახელმწიფო თვითონ ვეღარ წყვეტს, როგორ იმუშაოს ცესკომ და როგორ დათვალოს ხმები. ის ვეღარ წყვეტს, ვინ დანიშნოს მოსამართლედ და ვინ არა უცხოელების ჩარევის გარეშე და ისევ ვეღარ წყვეტს, როგორ ამუშაოს ანტიკორუფციული ინსტიტუტები და სტრუქტურები თავის შიგნით. ეს სამივე ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტისათვის საკვანძო, ფუნდამენტალური საკითხებია", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

წაიკითხე მეტი.

 

 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 20 პაციენტი. ამჟამად ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი დღიურად 6,41%ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში კი - 5,51%.

ქვეყანაშ გრძელდება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი. გუშინ საჯაროდ აიცრნენ პარლამენტის წევრები.

უკვე დაწყებულია რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად. ინფორმაციაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ დოზებს შორის ინტერვალი 4-12 კვირაა. ბრიტანელი ექიმებისთვის განკუთვნილ „ასტრაზენეკა"-ს გაიდლაინში კი ვკითხულობთ, რომ, რაც უფრო დიდია ინტერვალი დოზებს შორის, მით უფრო მაღალია ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელი.

წაიკითხე მეტი.

 

 

ქარელის მუნიციპალიტეტში მცოცავი ოკუპაციის პროცესი განახლდა

რამდენიმედღიანი შესვენების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ. ადგილზე ტრაქტორები მიიყვანეს და ეგრეთ წოდებული ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაავლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე დაადასტურეს საოკუპაციო ძალების ღოღეთთან გამოჩენა.

ბოლო სამი კვირაა, ოკუპაციის ხაზთან ე. წ. მესაზღვრეები ერთი და იმავე ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი ბანერებიდან, დაახლოებით, 3-4 მეტრის სიღრმეში ხის ძელებს ამონტაჟებენ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ტახტისძირსა და დირბში ეს ძელები წითლადაა შეღებილი, ხოლო ღოღეთსა და თამარაშენში ყვითლად. ძელები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეა შემოწეული და მცოცავი ოკუპაციის კიდევ ერთ ტალღას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ე. წ. სადემარკაციო კომისიამ მუშაობა განაახლა.

წაიკითხე მეტი.

 

 

"რუსთავი 2"-ს ახალი მმართველი ჰყავს - რა შეცვალა “პრაიმ თაიმთან” ჰოლდინგის შექმნამ

"რუსთავი 2"-სა და "პრაიმ თაიმის" მონაწილეობით ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგ"-ი შეიქმნა. არხის ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება ახალმა კომპანიამ გაუფორმა. მას ეკუთვნის "რუსთავი 2"-ის არხით მაუწყებლობის უფლებაც.

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელევიზიას ახლა სრულად მართავს ახალი კომპანია, რომელსაც სამომავლოდ, "რუსთავი 2"-ის ქონებაც უნდა გადაეცეს.

"რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსს 2019 წლის ივლისიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვეში ახალმა მფლობელმა თქვა, რომ არხს ყიდდა, ქონება კი დავალიანების მესამედსაც ვერ ფარავდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ არხს საკუთარი ხარჯით "გააჯანსაღებდა".

წაიკითხე მეტი.

 

 

თქვენი ტელეფონი გისმენთ. მაგრამ ეს ის არაა, რაც თქვენ გგონიათ

ის უსიამოვნო განცდა გქონიათ, როცა საუბარში რაიმე ნივთს ახსენებ და შემდეგ ინტერნეტში მისი რეკლამა გხვდება? თუ კი, მაშინ მარტო არ ხართ.

წლებია, ასეთი შეთქმულების თეორია არსებობს: ფეისბუკი, გუგლი, ამაზონი, ეფლი, მაიკროსოფტი და სხვა კორპორაციები უსმენენ ჩვენს ყოველდღიურ საუბრებს იმისთვის, რომ გაიგონ, რა გვინდა და შემდეგ შესაბამისი რეკლამა შემოგვთავაზონ.

თუმცა მტკიცებულებები ჯერ ვერავინ მოიპოვა. კორპორაციები კი ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მომხმარებლებს უსმენენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას თავად თანხმდებიან, ანუ მათი აპლიკაციის გამოყენების დროს.

თეორიულად, თქვენი მოსმენა ნებისმიერ აპლიკაციას შეუძლია, რომელსაც ტელეფონის მიკროფონზე აქვს წვდომა.

ადამიანის საუბრის შინაარსის გარჩევა შეუძლიათ ასევე ჭკვიან საათებს, ჭკვიან ტელევიზორებს, სახლის ხმოვან ასისტენტებს. თუმცა ჯერ-ჯერობით, ჭკვიან გაჯეტებს ქართული ენა არ ესმით.

უსმენენ თუ არა კორპორაციები მომხმარებლების ყოველდღიურ, არასატელეფონო საუბრებს და ხდება თუ არა შემდეგ ამ მონაცემების გამოყენება სარეკლამო მიზნებისთვის? - წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.

 

 

 

 

 

 

ფოტოხაფანგების საშუალებით საქართველოს ნაკრძალების ფაუნა ყველასათვის ცნობილი და ახლობელი გახდა. მათი მოხსნა-დამონტაჟება კი მთელი თავგადასავალია - ათობით კილომეტრის გავლა უგზოობაში, არწივის ბუდეებში ასვლა და ცხოველების საიდუმლო ბილიკებზე ჩასაფრება. "საბუკოს" კონსერვაციის ოფიცრები გვიყვებიან, როგორ იღებენ ველური ბუნების იშვიათ კადრებს ჭაჭუნას აღკვეთილში.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Движение транспорта ограничат в центре Томска в День Победы

Шойгу призвал повысить объёмы поставок вооружения и техники в армию

Что делать при появлении в небе беспилотника: инструкция, которая спасет вам жизнь

Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

Музыкальные новости

Сергей Собянин поздравил москвичей с 1 Мая

«Динамо» подложило под «Зенит» бомбу! «Краснодар» может возглавить РПЛ за четыре тура до конца

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Азербайджанцев, подозреваемых в убийстве у «Галереи Чижова», суд отправил в СИЗО

Новости России

Шойгу призвал повысить объёмы поставок вооружения и техники в армию

Движение транспорта ограничат в центре Томска в День Победы

Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

Шойгу презентовали модернизированное вооружение для борьбы с беспилотниками

Экология в России и мире

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Чтобы кости были крепкими: 10 продуктов, богатых кальцием, которые нужно добавить в рацион

Азербайджанский олигарх Год Нисанов – владелец рынков «Садовод» и «Фудсити» стремительно теряет поддержку элиты после теракта в «Крокусе»

Спорт в России и мире

16-летняя теннисистка Андреева обновила рекорд турниров WTA-1000

Рублёв: быстрая победа над Грикспором связана с тем, что хотел быстрее уйти с корта

Россиянка Андреева стала рекордсменкой на турнирах WTA-1000

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA

Moscow.media

РОССИЯН ПРЕДУПРЕДИЛИ О РИСКАХ ВОЗВРАЩЕНИЯ РАЗБОРОК НА ДОРОГАХ

Франция выкупит ключевые активы IT-гиганта Atos из-за долгов

Совместные учения сотрудников Росгвардии и МЧС прошли в Москве

В Евпатории появится уютный жилой квартал “Кубики”











Топ новостей на этот час

Rss.plus






Mash: киностудия Натальи Водяновой ушла в «минус» на шесть миллионов рублей

Двухлетний мальчик погиб после падения с высоты в Москве

РЕН ТВ: в Москве шестилетний сын спас мать, впавшую в кому

С майскими праздниками трубчан поздравляют яркие плакаты и полотнища на крыльце Дома культуры (0+)