Мы в Telegram
Добавить новость

В подмосковной Балашихе подросток на автомобиле сбил ребенка и врезался в супермаркет

Только "Спартак" выбивал "Реал" из Лиги чемпионов после домашней ничьей в плей-офф

Медведев заявил, что Россия выпускает оружие не в ущерб благополучию граждан

РЕН ТВ: шестилетний сын спас впавшую в кому мать в Москве, вызвав скорую

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ამირან გამყრელიძემ მღვდელ გიორგი ჩაჩავას მადლობა გადაუხადა

ამირან გამყრელიძემ მღვდელ გიორგი ჩაჩავას მადლობა გადაუხადა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მღვდელ გიორგი ჩაჩავას, რომელიც პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირია, ვინც საქართველოში საჯაროდ აიცრა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით. 

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ჩემი სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო. მაქვს პატივი მამა გიორგისთან ბოლო 25 წელი სულიერი ახლობლობა მაკავშირებდეს. ის ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს, კარგად იცნობს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე მიღწევებს და მოსახლეობას ყოველთვის აძლევს პირად მაგალითს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან მამა გიორგი გახლავთ დიდი ქართველი ექიმისა და ქირურგის ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილი, რომლის ლექციებზე, ტრადიციებსა და ვირტუოზული ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა. მადლობა მამა გიორგის!" - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.

11 მარტს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა, განაცხადა რომ დამზადების ტექნოლოგიის გამო, “ასტრაზენეკას” ვაქცინა მიუღებელია რელიგიური თვალსაზრისით.

19 მარტს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვედა და მას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.

მანამდე საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციის "პროპაგანდა" არა ეკლესიის, არამედ ექიმების საქმეა.

"ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში... ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - აღნიშნა ჯაღმაიძემ "ფეისბუკზე", რითაც გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირა გამყრელიძის მოწოდებას სინოდის გვერდში დადგომასთან დაკავშირებით.

"გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ, ამიტომ გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ეს ყოველთვის ასე იყო და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, დიდი იმედი მაქვს, ერთად მივაღწევთ შედეგს".,- აღნშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირსის საწინააღმეგო ვაქცინაციის საკითხზე სინოდმა 11 თებერვალს იმსჯელა. განჩინების მიხედვით, "ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს".

"საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - ნათქვამია განჩინებაში.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 180 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1806 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 6,41%;

ბოლო 7 დღის - 6, 59%;

ბოლო 14 დღის - 5,51%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1144-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 317 719 შემთხვევა. მათგან 297 676 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 227 ადამიანი.

6 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო 51 600 აცრა. სრულად აცრილია 7873 ადამიანი.

დღეს გამთენიისას საქართველოში სპეციალური რეისით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა შემოვიდა. ვაქცინა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთჯერადი ვაქცინაცია ამ პრეპარატით უკვე ჩატარებული აქვს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით ვაქცინაცია 4 მაისიდან 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის დაიწყო.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Госдуме предложили увеличить МРОТ в России до 30 тысяч рублей

Денис Майданов вышел на связь после сообщений о госпитализации в Москве

Сергей Собянин поздравил москвичей с 1 Мая

Конкурс с призом! – задачка про китайскую приблуду (и как обойтись без нее)

Музыкальные новости

Легионер "Локомотива" Ньямси: в Москве жизнь дешевле, чем в Париже

Куда поехать на майские праздники в России: топ-7 направлений

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен

В Пулково прокомментировали запрет на упаковку багажа в пищевую пленку

Новости России

Национальный театр танца представил спектакль "Дети белого Солнца"

Дожди и заморозки: синоптик Шувалов предупредил о двух волнах похолодания в Москве

«Одних продуктов недостаточно»: что поможет ускорить метаболизм и похудеть

Лишь три четверти жилфонда Тульской области обеспечены сразу горячей водой, канализацией, газом и отоплением

Экология в России и мире

Новые коллекции Gods Passion и Kolchuga

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Чтобы кости были крепкими: 10 продуктов, богатых кальцием, которые нужно добавить в рацион

Регистрация Авторского права. Регистрация объекта авторского права. Регистрация Авторского права на книгу. Регистрация Авторского права на музыку.

Спорт в России и мире

Шиманович пробилась в ⅛ финала теннисного турнира в Сен-Мало

Медведев сыграет с Бубликом в Мадриде 

Медведев обыграл Бублика и вышел в четвертьфинал "Мастерса" в Мадриде

Россиянка Андреева стала рекордсменкой на турнирах WTA-1000

Moscow.media

Уверенность в каждом дне вместе с автомобилем HAVAL

Коршун

Музеи Твери. Лисичкины сказки

В Балакове "десятка" сбила двух женщин и девушку











Топ новостей на этот час

Rss.plus






Шоувумен Алиана Устиненко заявила, что получала более 500 тыс. рублей за "Дом-2"

В подмосковной Балашихе подросток на автомобиле сбил ребенка и врезался в супермаркет

Только "Спартак" выбивал "Реал" из Лиги чемпионов после домашней ничьей в плей-офф

«Одних продуктов недостаточно»: что поможет ускорить метаболизм и похудеть