Мы в Telegram
Добавить новость

Таджики недовольны "нарушением прав" Россией: Душанбе до сих пор ничего не понял

Получить разрешение на использование объектов животного мира стало проще в Подмосковье

Синоптики спрогнозировали облачную погоду и до +19 градусов в Москве 1 мая

Ценовой рекорд на маршруте Магадан -Хабаровск зарегистрировали общественники

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

"რუსთავი 2"-ს ახალი მმართველი ჰყავს - რა შეცვალა “პრაიმ თაიმთან” ჰოლდინგის შექმნამ 

"რუსთავი 2"-სა და "პრაიმ თაიმის" მონაწილეობით ახალი კომპანია სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგ"-ი შეიქმნა. არხის ყველა თანამშრომელს ხელშეკრულება ახალმა კომპანიამ გაუფორმა. მას ეკუთვნის "რუსთავი 2"-ის არხით მაუწყებლობის უფლებაც.  

"სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორი პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტელევიზიას ახლა სრულად მართავს ახალი კომპანია, რომელსაც სამომავლოდ, "რუსთავი 2"-ის ქონებაც უნდა გადაეცეს. 

"რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსს 2019 წლის ივლისიდან, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის. ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვეში ახალმა მფლობელმა თქვა, რომ არხს ყიდდა, ქონება კი დავალიანების მესამედსაც ვერ ფარავდა. მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და აღნიშნა, რომ არხს საკუთარი ხარჯით "გააჯანსაღებდა".

"ზოგიერთი ქონება, მათ შორის შენობა და უძრავი ქონება დაყადაღებულია. გარკვეული საგადასახადო ვალდებულებებიც არის, არის იპოთეკებიც. ჯერ-ჯერობით ამ ქონების გადაცემა არის შეუძლებელი, მაგრამ სამომავლოდ, რადგან მოხდა გაერთიანება და გვინდა განვახორციელოთ შენატანები, შევიტანთ ამ ყველაფერს… თუ აქიმიძე და დვალი მიაღწევენ საწადელ შედეგს სასამართლოში, ისინი დაეუფლებიან სამაუწყებლო კომპანიის 60 პროცენტს. შესაბამისად, ისინი იმ აქტივის მესაკუთრეები იქნებიან, რაც რუსთავი 2-ს ექნება", - ამბობს სალია.

“რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ტელევიზიის დასაბრუნებლად სასამართლო დავა აქვთ, ახალი ჰოლდინგის შექმნის მთავარი მიზეზი არხის ქონების შენარჩუნება შეიძლება იყოს. 

“ვხედავთ ქონების დაკარგვის საფრთხეს და ზუსტად მაგიტომ მივმართეთ სასამართლოს... დღეს ამ დეკლარირებული მიზნებიდან გამომდინარე საფრთხე ექმნება “რუსთავი 2”-ის ქონებას", - ამბობს დვალი, რომლის მოთხოვნაც არხის ქონების დაყადაღებაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სს მედია ჰოლდინგი საჯარო რეესტრში 2021 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ მომენტისთვის კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი შპს პრაიმ თაიმი იყო. კომპანიას ჰქონდა 100 "ჩვეულებრივი აქცია", ერთი აქციის ღირებულება კი 1 ლარი იყო.

ბოლო დოკუმენტი, რომელიც კომპანიის წილების შესახებ იძებნება, კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 15 მარტის მდგომარეობით, სს მედია ჰოლდინგ-ის 90-პროცენტიანი წილი შპს პრაიმ თაიმს ეკუთვნის, დარჩენილი 10 პროცენტი კი ქიბარ ხალვაშს (შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს).

წილების ამ მოცემულობით გადანაწილების შემთხვევაში, ფაქტობრივად, არხის მმართველი "პრაიმ ტაიმია". საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული წესდების მიხედვით, არხის მმართველ საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, თუ მას ესწრება მინიმუმ 50-პროცენტიანი წილის მფლობელი. აქვე აღნიშნულია, რომ კრებას შეუძლია საზოგადოების ქონების შეძენა, გასხვისება.

"საზოგადოების აქციონერთა საერთო კრებაზე თითოეული ჩვეულებრივი აქცია მის მფლობელს ანიჭებს ერთი ხმის უფლებას... საერთო კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ ხმების 70%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ წესდებაში.

სალიამ რადიო თავისუფლებას საუბრის დროს კი უთხრა, რომ ახლა ერთ ჰოლდინგში გაერთიანებული მატერიალური და არამატერიალური საშუალებებს აფასებენ, რის შემდეგაც გადანაწილდება ახლადდაფუძნებულ კომპანიაში წილების მოცულობა.

"ამას დასჭირდება რამდენიმე თვე და საბოლოოდ, შეგვეძლება საზოგადოებასაც ვუთხრათ, როგორ გადანაწილდა", - ამბობს ის.

"რუსთავი 2"-ის ახალი მმართველი კომპანიის მმართველი დირექტორი "პრაიმ თაიმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ფხაკაძეა. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 2019 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა, რომელის დეიდაც არის თაკო ფხაკაძე, "რუსთავი 2"-ის ყიდვას აპირებდა, თუმცა მაშინ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 

“ბევრი წინასწარ გაჟონილი ჭორი დღეს უკვე რეალობაა. შესაბამისად, რეალურად ვინც დგას [ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე]  თაკო ფხაკაძის უკან, სიმართლეს შეიძლება შეესაბამებოდეს”, - ამბობს დავით დვალი.

დღეს, როცა შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის 60-პროცენტიანი წილი დაყადაღებულია, პაატა სალიას ვკითხეთ, აქვს თუ არა ამ შეთანხმებასთან კავშირი ბიზნესმენ კაპანაძეს.

"მათგან მიღებული პირობა და გარანტიები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ამის იქით, რა კავშირია, როგორაა და რანაიარად არის, მე ნუ მკითხავთ... ჯერ ჩვენ სერიოზული დეფიციტი არ გვქონია, მოვახერხეთ სარეკლამო შემოსავლებით არსებობა. არანაირი სხვა წყარო ჯერჯერობით არ ყოფილა, გარდა პარტნიორის შემონატანისა. თუ ამდაგვარი რაღაც გამოჩნდება, ეს ვერ იქნება გიორგი კაპანაძის შემონატანი”, - ანუ ეს იქნება პარტნიორის “პრაიმ ტაიმის” ფული, - გვიხსნის სალია. მისივე თქმით, ჰოლდინგში შემავალი პარტნიორი გამოთქვამს მზადყოფნას და უკვე აქვს კონტრიბუციას კომპანიის კაპიტალში, თუმცა მოცულობას, არ აკონკრეტებს.

"რუსთავი 2"-ის მმართველი კომპანიის მმართველი დირექტორი თაკო ფხაკაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გიორგი კაპანაძე ტელეკომპანიას არ აფინანსებს, თუ არ არის გამორიცხული, რომ ეს მომავალში გააკეთოს. 

"[გიორგი კაპანაძის ფინანსური შენატანი] ამ ეტაპზე არ არის და თუ დაგვჭირდა, აუცილებლად იქნება და თუ იქნება, ამასაც შეგატყობინებთ, არაფერი დასამალი არ გვაქვს... ახლა არ გვაქვს არანაირი მონაცემი, რამდენია [დახმარება]", - ამბობს თაკო ფხაკაძე.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Соединенных Штатах признали проблемы с тестированием гиперзвукового оружия

Получить разрешение на использование объектов животного мира стало проще в Подмосковье

Таджики недовольны "нарушением прав" Россией: Душанбе до сих пор ничего не понял

Синоптики спрогнозировали облачную погоду и до +19 градусов в Москве 1 мая

Музыкальные новости

Виктория Боня показала новую прическу с нарощенными волосами за миллион рублей

Вечная любовь Валерия Гаркалина

Природа России 81

ЦСКА проиграл «Балтике» в гостевом матче 26-го тура РПЛ

Новости России

МЧС РФ: в общежитии РУДН в Москве произошло короткое замыкание

Горячая степь: что посмотреть и чем заняться в Калмыкии весной

"У него бомба!": Пассажиры на Боровицкой испугались мужчину с рюкзаком

Ценовой рекорд на маршруте Магадан -Хабаровск зарегистрировали общественники

Экология в России и мире

Азербайджанский олигарх Год Нисанов – владелец рынков «Садовод» и «Фудсити» стремительно теряет поддержку элиты после теракта в «Крокусе»

Актерское агентство Киноактер. Актерское агентство в Москве.

Оксана Федорова представит премьеру фильма «Петербург Шаляпина и Рахманинова» на выставке-форуме «Россия»

6 городов России, где можно увидеть белые ночи кроме Санкт-Петербурга

Спорт в России и мире

Россиянка Андреева стала рекордсменкой на турнирах WTA-1000

Россиянка Полина Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису

Названы победительницы матчей Рыбакиной и Путинцевой за четвертьфинал турнира в Мадриде

Елена Рыбакина выступила с критикой в адрес WTA

Moscow.media

Коршун

Заря на Колодозере....

Автомобили HAVAL — с комфортом по бездорожью

Google вложит 2 миллиарда долларов в дата-центр в Индиане











Топ новостей на этот час

Rss.plus






Получить разрешение на использование объектов животного мира стало проще в Подмосковье

Синоптики спрогнозировали облачную погоду и до плюс 19 градусов в Москве 1 мая

В Соединенных Штатах признали проблемы с тестированием гиперзвукового оружия

МЧС РФ: в общежитии РУДН в Москве произошло короткое замыкание