6 მაისს ერევანში გაიმართა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და არა აივაზიანის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანაშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დახურულ კარს მიღმა საუბრის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სამეულის -აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის,- მონაწილეობით შეხვედრების განახლების აუცილებლობაზე.
რუსეთ-სომხეთის საგარეო საქამეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანის მიერ ყველა სამხედრო პატიმრისა და ძალადობრივი გზით დაპატიმრებული ყველა პირის გათვისუფლების აუცილებლობაზე.
„არანაკლებ მწვავედ დგას ასევე ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა იძულებით ადგილნაცვლა პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისა და მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური აღორძინების საკითხები. უკიდურესად მნიშვნელოვანია ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიაზე მდებარე სომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, - განაცხადა 6 მაისს გამართულ შეხვედრაზე არა აივაზიანმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.
10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.
ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგს ლავროვი 10-11 მაისს აზერბაიჯანს ეწვევა.