აშშ-ის სახელმწიფო მდივნ, ენტონი ბლინკენთან, შეხვედრის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებს განიხილოს რუსეთის სამხედრო აგრესიის წინაშე მდგარი უკრაინის შეირაღებული ძალებისათვის გარკვეული სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის საკითხი.
ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა აპირებს სთხოვოს აშშ-ს საჰერო თავდაცვის სისტემებისა და ანტისნაიპერული ტექნოლოგიებით დახმარება.
„საუბარია არა მხოლოდ აშშ-ისგან დახმარების მიღებაზე, არამედ იარაღის შესყიდვაზე. ჩვენს გვსურს, რომ ასეთი თანამშრომლობა ორივე მიმართულებით მუშაობდეს. იგი უნდა იყოს ორმხრივ სასარგებლო“, - განაცხადა უკრაინის თავდსცვის მინისტრმა.
ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც კიევში ჩავიდა.
ბლინკენმა პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს ნატოში უკრაინის შევლას. სამხედრო დახმარების გარშემო სახელმწიფო მდივანს კონკრეტულ შეთანხმებაზე არ ულაპარაკია, განაცხადა მხოლოდ, რომ განიხილეს დახმარების საკითხი არა მხოლოდ აშშ-სგან, არამედ მოკავშირეებისგანაც.