Мы в Telegram
Добавить новость

Подмосковная «Единая Россия» поздравит фронтовиков с Днем Победы

Горожан предупредили о закрытии участка Серебрянического переулка 5-6 мая

Мурманчане смогут бесплатно посетить аттракционы 4 мая

NILETTO выйдет на сцену в инвалидной коляске из-за разрыва ахиллова сухожилия



World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ამნისტიის კანონის“ ხელისუფლების ვერსია - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 მაისს

გათავისუფლება დაზარალებულის თანხმობის გარეშე - "ამნისტიის კანონის" ხელისუფლების ვერსია ცნობილია

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში დარეგისტრირებული ამნისტიის პროექტის შინაარსი, რომლითაც პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს 2019 წლის 19-21 ივნისი მოვლენებში მონაწილე ყველა პირი. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სრულად გავრცელდება მთელ სისხლის სამართლის კოდექსზე.

მმართველი პარტიის ვერსიაში ამნისტია არ შეეხება იმ პირს, ვინც უარს იტყვის ამნისტიაზე. ამ შემთხვევაში პირის მიმართ სამართალწარმოება ისევ გაგრძელდება. თუ კანონის მიღება ამ სახით მოხდება, ის ვერ შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას. ის ამ დრომდე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონი და მის უკან გაწვევას ითხოვს.

ამნისტია ასევე არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის. ამ ნაწილში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოზიციების თანხვედრაა.

კიდევ რა წერია ამნისტიის კანონის ხელისუფლების ვერსიაში, წაიკითხე ვრცლად აქ.

 

 

COVID 19-ის უქმეები - ვინ ისვენებს საქართველოში?

4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული, ხოლო 12 მაისს ისედაც უქმე დღე უწევს. მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid 19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი უქმეები უკვე მეორედ გამოცხადდა.

ეკონომისტებმა სწორედ დაწესებულ უქმეებს დაუკავშირეს იანვარში ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირების ფაქტი. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საყოველთაო „დასვენებას“ დასავლეთის განვითარებული ქვეყნები არ აცხადებენ - COVID 19-თან ამგვარ ბრძოლას იქ დამაზიანებელ "ჩაკეტვად“ თვლიან.

მწვავე დისკუსიის საგნად იქცა სამუშაო პროცესის შეჩერება საქართველოს პარლამენტში, სადაც 4 მაისს ბოლო კვირების ყველაზე სადავო კანონპროექტების განხილვა უნდა დაწყებულიყო.

უქმეების პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზების შესახებ წაიკითხე აქ.

 

 

შსს ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმას ძალადობის მუხლით იძიებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით.

ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ. დაზიანებულია ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა. როგორც ადგილზე მყოფი "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ნინუცა კეკელია ჰყვება, სამონასტრო კომპლექსში ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

სახალხო დამცველი ეხმაურება დავითგარეჯაში „მთავარი არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმას

 

 

„სინოფარმით“ ვაქცინაციის პროცესში 44 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინით აცრა გუშინ დაიწყო. დღეს, 5 მაისიდან პროცესში ჩაერთვება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი, რეგისტრაცია 27 აპრილიდან მიმდინარეობს. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

მწარმოებლის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს“ იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან „სინოფარმი“ აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველო ტურისტებისთვის "უსაფრთხო სასტუმროს" და "უსაფრთხო რესტორნის" შეთავაზებას გეგმავს

ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

 

 

 

ბოლო 1 წელში პროდუქტი 7,2 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში პროდუქტი 7,2 პროცენტით გაძვირდა. ბოლო ერთ თვეში კი ფასები 0,9 პროცენტით არის გაზრდილი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

ერთ-ერთი ჯგუფი, რომელზეც ფასები გაიზარდა, ტრანსპორტია. ზრდა 12,4 პროცენტი იყო. შედარებით ნაკლებად გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი, თუმცა ამ ჯგუფში შემავალი რამდენიმე პროდუქტი გაცილებით მეტად არის გაზრდილი. მაგალითად, ზეთი და ცხიმი გაძვირებულია 40,2 პროცენტით.

კორონაპანდემიის პირობებში გაზრდილია ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,8 პროცენტით.

მაღალი ინფლაციის გამო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 მაისიდან სესხზე პროცენტი 120 ათასზე მეტ ადამიანს გაუზარდა.

 

 

როგორი იქნება ზაფხულში ევროკავშირში მოგზაურობის წესები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს წარმოადგინოს ერთიანი წესები როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბლოკის შიგნით იმოგზაურებენ, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში მეგობრების ან ნათესავების მონახულება ან, მაგალითად, შვებულების ალპებსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში გატარება სურთ. მაინც რა ხდება ვაქცინების სერტიფიკატებთან მიმართებით და როდის შეძლებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბლოკში მოგზაურობას?

რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირის სავაქცინო პასპორტს, რომელსაც „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ უწოდებენ, პროცესი წინ მიდის, თუმცა ნელი ტემპით. ინიციატივით ამ გაზაფხულზე გამოვიდა ევროპული კომისია და ევროპის პარლამენტი და საბჭო, რომლებიც 27-ვე წევრ ქვეყანას წარმოადგენენ, მოლაპარაკების თავ-თავიანთ მანდატებზე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა საბოლოო საკანონმდებლო ტექსტის ფორმულირებისთვის ეს სამი ინსტიტუტი ერთობლივად ამუშავდეს ე. წ. „ტრიალოგის“ ფორმატში. პირველი ასეთი შეხვედრა 3 მაისს გაიმართა და პროცესი მომდევნო დღეებსა და კვირებში გაგრძელდება.

რამდენი დრო დასჭირდება ამ პროცესს და რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი „მწვანე სერტიფიკატების“ გასაცემად? წაიკითხე ვრცლად რიკარდ იოზვიაკის სტატიაში.

 

 

 

28 წლის რუსთაველი დათა ცინცაძე ის კაცია, ვინც ერთ დღეს რუტინულ სამსახურს თავი დაანება და გადაწყვიტა ის ეკეთებინა, რაც უფრო ბედნიერს გახდიდა. ზუსტად ჯერ მხოლოდ ის იცოდა, რომ ბედნიერების განცდას მოუტანდა ბუნებასთან სიახლოვე, გარემოზე ზრუნვა და თავის ქალაქში რაღაცის შეცვლა.

ისე მოხდა, რომ, თითქოს სიმბოლურად, ყველაფერი მიწით დაიწყო. თავისი ეზოს მცენარეებისთვის კარგი ნიადაგი დასჭირდა და როცა სასურველი მიწა ვერ იშოვა, გადაწყვიტა თავად დაემზადებინა - პანდემიის ზამთარი ბიოლოგიის წიგნების კითხვასა და ქიმიური ელემენტების გადამეორებაში გაატარა და ნიადაგის წარმოებაც დაიწყო.

ნიადაგი რომ გაჩნდა, მერე რუსთავში წლების წინ დარგული კედრების გამრავლება გადაწყვიტა: ტყეპარკებიდან, სადაც უამრავი თესლი იყრება, ღვივდება, უკვე ამოსული პატარა კედრების ნერგები ნიადაგში გადააქვს და მსურველებს ასაჩუქრებს.

რუსთავში ერთ დღეს ურბანული მებაღეობისა და ჰუგელ-კულტურის განვითარება ჯერ მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ ამ ოცნების ასრულების გზად დათამ ბავშვები აირჩია - იმას, რაც თავად იცის, მათ ასწავლის და რისიც მართლა სჯერა, ის არის, რომ ვითარებას ისინი შეცვლიან. ისინი უკეთეს გარემოს მოითხოვენ.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Московские фабрики усиленно готовятся к Пасхе

Горячие красотки в бикини «растопили» ледовый дворец «Волга-Спорт-Арена»

Токаев посетит Москву 8—9 мая

В Москве пенсионерку госпитализировали после ограбления в подъезде

Музыкальные новости

Магаданцы завоевали медали на Чемпионате России по борьбе джиу-джитсу

Россия и Дети: театр кукол Ульгэр в Бурятии покажет концерт-представление "Вальс Победы"

В России после переизбрания Путина началась широкомасштабная зачистка чиновников. Аресты идут один за другим

ЧЭРЗ развивает промышленный туризм в рамках Всероссийской акции «Неделя без турникетов»

Новости России

Услуги по асфальтированию в СПб

Врач Тяжельников назвал норму яиц, которую можно съесть на Пасху после поста

СМИ: Капитан прогулочной яхты внезапно умер на причале у Парка Горького

Столичный суд арестовал лидера запрещенной в России секты «Фалуньгун»*

Экология в России и мире

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов

«Страна забытых сказок» в «Геликон-опере». Детское радио приглашает

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM

Несколько вопросов и ответов для подростков про Инфекции, Передающиеся Половым Путем

Спорт в России и мире

Чех Легечка пожелал здоровья россиянину Медведеву, который снялся с их матча

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде

Рублев о победе над Алькарасом на турнире в Мадриде: мне очень помогла подача

Свентек стала первой полуфиналисткой турнира WTA-1000 в Мадриде

Moscow.media

Метеоры между Петербургом и Петергофом совершили первые отправления в этом году

Завершен ремонт на пяти дорогах в Подмосковье

Производственные площадки АО «Желдорреммаш» в апреле посетило более 4700 школьников и студентов

XXIII Московский Пасхальный фестиваль проходит при поддержке Relax FM











Топ новостей на этот час

Rss.plus






Услуги по асфальтированию в СПб

Порядка 200 тематических ярмарок пройдут в Подмосковье в мае

СМИ: Капитан прогулочной яхты внезапно умер на причале у Парка Горького

Турнир по футболу «День Победы» прошел в Протвине