Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

„ლელო"-ს ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრები გამართეს

ბრიუსელში იმყოფებიან „ლელო"-ს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია.


პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ პირველი შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრთან „ლელოს“ ლიდერებმა ილაპარაკეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 5-პუნქტიან გეგმაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე.


„გვქონდა შეხვედრა ბატონ სვენ მიკსერთან, ევროპარლამენტის წევრთან, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი საქართველოზე. ყოველთვიურად ის ამზადებს საქართველოზე ანგარიშს. ის არის ძალიან ინფორმირებული მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდ მხარდაჭერას უცხადებს იმ შეთანხმებას რომელიც ცნობილია როგორც შარლმ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. აუცილებელია ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყოს ევროპარლამენტის წევრები იმისათვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი და რეფორმა რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით.


ვისაუბრეთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხი. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები. რა თქმა უნდა ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც არის  საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ განთავისუფლების მექანიზმი და აქ შეიძლება ევროპარლამენტმა თავისი როლი  ითამაშოს რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია განთავისუფლდება უახლოეს პერიოდში", - თქვა ბადრი ჯააფარიძემ. 


ისინი დღესვე შეხვდნენ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთნ და სხვა დეპუტატებს.


„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი მიმართულებით ვისაუბრეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს სჭირდება მაპი ევროკავშირში შესასვლელად და საკმაოდ საინტერესო წინადადებებია ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ 2024-ში ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა, ეს არაფერს არ ნიშნავს თუ დღესვე არ დავიწყეთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით", - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 


„ლელო"-ს ლიდერებმა შეხვედრებზე აგრეთვე ილაპარაკეს ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც გაიმართება ოქტომბერში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus