საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 362 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 22 501 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 1,61.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
თბილისი - 165,
აჭარა - 25,
იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 5,
შიდა ქართლი - 33,
გურია - 26,
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 36,
კახეთი - 18,
მცხეთა-მთიანეთი - 0,
სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. ამავე პერიოდში 470 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 269 800 შემთხვევა. მათგან 263 727 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3475 ადამიანი.