გერმანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ ჯაშუშობის შესახებ საქმე აღიძრა გერმანელი მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ ბერლინში მდებარე პარლამენტის შენობის გეგმის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა რუსეთის დაზვერვის სამსახურს.
ეჭვმიტანილი, რომელის სრულ ვინაობას არ ამხელენ და მას მოიხსენიებენ როგორც იენს ფ.-ს, მუშაობდა ფირმაში, რომელსაც ბუნდესტაგთან ხელშეკრულება ჰქონდა შენობის ელექტროსისტემის შემოწმების შესახებ.
მან მოახერხა 2017 წლის ზაფხულში ბუნდესტაგის შენობის გეგმის მიწოდება „ბერლინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლისთვის, რომელიც ძირითადად რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის (GRU) მუშაობს“, აცხადებენ პროკურორები.
საქმის სხვა დეტალები ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.