Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება აქციის გადადებასთან დაკავშირებით დაგვიანებულია.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ოპოზიციას თუ მართლა აქვს სურვილი, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს გასარკვევია, რადგან ისინი, ერთი მხრივ, რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ.

“მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან ეს დაგვიანებულია. ფაქტია, რომ მათ აღიარეს ისინი სამართლებრივი სივრციდან გასული იყვნენ და ეს ნიშნავს, რომ მათ სურვილი აქვთ მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ. თუმცა თუ მართლაც აქვთ სურვილი, ეს კიდევ გასარკვევია, რადგან ერთი მხრივ, ისინი რაღაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, თუმცა მეორე მხრივ, პროვოკაციებს აწყობენ. ცდილობენ, პოლიციელების წინააღმდეგ იმოქმედო და ყველანაირ კანონის ჩარჩოს გავიდნენ რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ, კანონის ენით ვუპასუხებთ. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus