Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქაბულში პოლიციაზე თავდასხმას ემსხვერპლნენ მძღოლი და ბავშვი

ქაბულში პოლიციის მანქანაზე თავდასხმას სულ მცირე ორი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა ხუთი. პოლიციის განცხადებით, აფეთქება მოხდა ბარაქის მოედანთან ახლოს, ხალხმრავალ ადგილას, დღის 4:30 საათზე. დაღუპულები არიან პოლიციის მანქანის მძღოლი და ბავშვი, რომელიც იქვე იდგა. დაჭრილებს შორის არიან ქალები და ბავშვები. 


ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მთავრობა მსგავსი თავდასხმების გახშირებაში ფუნდამენტალისტური თალიბანის გასამხედროებულ დაჯგუფებებს სდებს ბრალს. ქვეყანაში იზრდება იმედგაცრუება ავღანეთის შიდა მოლაპარაკების მიმართ, რომელმაც ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომი უნდა დაასრულოს. 


ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებამ, რომელიც დოჰაში იმართება ზაფხულის შუა პერიოდიდან, მცირედი პროგრესი მოიტანა. 18 თებერვალს, თავდაცვის მინისტრების ინტერნეტით გამართულ შეხვედრაზე ნატომ გადადო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ როდის, ან საერთოდ თუ უნდა გამოვიდნენ ავღანეთიდან საერთაშორისო სამხედროები. 


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-თალიბანის შეთანხმებას იმის დასადგენად, რამდენად ასრულებს ექსტრემისტული ჯგუფი ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის ავღანეთის მთავრობასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და არსობრივი მოლაპარაკების გამართვას. ამ შეთანხმებით, ავღანეთი საერთაშორისო ძალებმა მაისამდე უნდა დატოვონ, თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების, მათ შორის ალ-ყაიდასთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus