Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ისრაელი გაიხსნა, ვაქცინების ეფექტიანობის დასტურად, სხვა ქვეყნებში რჩება შეზღუდვების აუცილებლობა

ისრაელმა გახსნა ეკონომიკის და საჯარო სერვისების ფართო სფეროები, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი  კვლავ განაგრძობს გავრცელებას - იმ ფონზე, როცა ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისოდ ნაქებ ვაქცინაციის კამპანიას. 


21 თებერვალს ისრაელში მაღაზიებს და სავაჭრო ცენტრებს, სკოლების საშუალო კლასებს და საჯარო მომსახურების სხვა უწყებებს უფლება მისცეს ხალხის შეზღუდული რაოდენობა მიეღოთ. სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები და თეატრები გაიხსნა მათთვის, ვისაც ე.წ. "მწვანე საშვის" წარმოდგენა შეუძლია - რაც ნიშნავს, რომ სულ მცირე ერთი კვირის წინ მათ დაასრულეს ვაქცინაციის პროცესი. 


ზომების შემსუბუქების ფონია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა თითქმის 99 პროცენტით ეფექტიანია კორონავირუსით დაავადების მძიმე ფორმების და სიკვდილიანობის პრევენციაში. პრეპარატის შესახებ ეს მონაცემები ერთ-ერთი პირველია, რომელიც მისი რეალური, მასობრივი მოხმარებიდან არის მიღებული.


ისრაელი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანაა თავისი მოსახლეობის იმუნიზაციის თვალსაზრისით. 9 მილიონი ადამიანიდან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ერთი დოზა თითქმის ნახევარს აქვს მიღებული, 2.9 მილიონ მოქალაქეს კი უკვე ორივე დოზა გაუკეთდა. ისრაელი მარტის ბოლომდე გეგმავს 16 წლის ასაკზე ზემოთ ყველა მოქალაქის აცრას.


მაგრამ ვირუსი ისრაელში გავრცელებას განაგრძობს, რასაც ნაწილობრივ იწვევს მისი ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს და მას შემდეგ ათობით ქვეყანაში აღირიცხა. 


რაც ეხება სხვა ქვეყნებს - ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი 20 თებერვალს გამოვიდა დაპირებით, რომ ივლისის ბოლომდე აცრას ქვეყნის ყველა ზრდასრულ მოქალაქეს შესთავაზებენ.


საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში 21 თებერვალს ემზადებოდნენ ახალი შეზღუდვების სპექტრის შემოსაღებად, რადგან ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა. 


აშშ-ში, ინფექციური დაავადებების მთავარმა სამთავრობო ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელები გააფრთხილა, რომ მათ შესაძლოა ნიღბების ტარება 2022 წელსაც მოუხდეთ. ეს მკვეთრი გაფრთხილება იყო იმ ფონზე, როცა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ივლისის ბოლომდე ყველა ზრდასრული ამერიკელი აცრილი იქნება. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus