ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემში შემავალ სოფელ განჯალაში 42 წლის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაცია დაადასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. პირველადი ინფორმაციით, ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე 4 ჭრილობა აქვს. ის ლაგოდეხის საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოათავსეს და ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმებით თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებულია. მას ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავები კითხავენ.