ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 12 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული 6 აქტივისტიდან 3-ს ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სასამართლო მათგან 1100-დან 1500-მდე ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას ითხოვს. აქტივისტები თანხის გადახდას არ აპირებენ და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. რაც შეეხება კიდევ სამ დაკავებულს, მათი სასამართლო პროცესი 23 თებერვლამდე გადაიდო, ადვოკატების არყოლის გამო. სასამართლომ ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ქუთაისში გუშინ, 12 თებერვალს, მერიის შენობაში შესვლა და მერთან შეხვედრა მოითხოვეს ორგანიზაცია "საქართველოს" წევრებმა, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 6 აქტივისტი პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.